national delicacy

მოირონინე ჯუთა 28 სექტემბერს, 20 ლარად <3

  • ID: 56034
  • ნახვები: 1926
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/19
    დაბრუნება
    • 28/09/19
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი, 28 სექტემბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში ♥

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 06:45 სთ.
 გასვლა: 07:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი


 მოსანახულებელი ადგილები:

 გუდაურის პანორამული გადმოსახედი;
 სოფელი სნო (ციხე და ეკლესია)
 სოფელი ჯუთა (ზღვის დონიდან 2200 მეტრი);
 ბანაკი ზეთა (ზღვის დონიდან 2300 მეტრი); (არ შევდივართ მათ ტერიტორიაზე)
 მეხუთე სეზონი ( ზღ. დ.-დან 2360 მ.-ზე) (არ შევდივართ მათ ტერიტორიაზე)
ჯუთას ჩანჩქერი
ჯუთას ტბა
 ხედი ჭაუხებზე ;)

ტურის დეტალური აღწერა:
28 სექტემბერს, დილით 6:45 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ,საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ჯუთასაკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან, რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს და გავაგრძელებთ გზას. შემდეგ ვნახავთ სოფელ სნოს XVI საუკუნის ციხეს და ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალაშენებულ ეკლესიას, მერე კი მიკროავტობუსი მიგვიყვანს სოფელ ჯუთაში საიდანაც ფეხით გავემართებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილისკენ მეხუთე სეზონისკენ, აქ დავტკბებით შესანიშნავი ხედებით და გავემართებით ჯუთას ტბისკენ სადაც გადავიღებთ ძალიან ბევრ ფოტოს :) ბოლოს ავალთ ჭაუხის ძირში და გავმართავთ პიკნიკს ♥ შემდეგ კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში ;)

ფეხით გასავლელი მანძილი:
8 კმ.

მარშრუტის სირთულე:
მარტივი.

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 20 ლარი

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება

 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)


 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;)

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/19
    დაბრუნება
    • 28/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა