national delicacy

ზარზმა, ჭულე, აბასთუმანი - ობსერვატორია, თამარის ციხე და ხიდი

  • ID: 55971
  • ნახვები: 5477
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/19
    დაბრუნება
    • 28/09/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 28 სექტემბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ზემო მესხეთში, კერძოდ ადიგენის რაიონში:

1. ზარზმის მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო, მე-8-16 სს. მდ. ქვაბლიანის ხეობა.
2. ჭულეს (ჭულევის) მონასტერი და ჩანჩქერი: წმ. გიორგის გუმბათოვანი ტაძარი (მე-14 ს.). მდ. ქვაბლიანის ხეობა.
3. აბასთუმანი: თამარის ხიდი მდ. ოცხეზე მე-9-11 სს. და სამონასტრო კომპლექსი, განვით. შუა საუკუნეები.
4. აბასთუმანი: თამარის ციხე და ეკლესია, მე-9-11 სს. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები მთლიან ხეობაზე ყველა მიმართულებით.
5. აბასთუმნის ობსერვატორია, მთა ყანობილი, ზ.დ. 1700 მ. ექსკურსიაში შედის ობსერვატორიის პირველი ტელესკოპის – 40-სმ-იანი რეფრაქტორისა – და მუზეუმის დათვალიერება. ღამის საათებში შესაძლებელია ტელესკოპით ციური სხეულების ნახვაც (მხოლოდ მოწმენდილი ცის შემთხვევაში).

✔ 28 სექტემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 29 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
ჭულეს ჩანჩქერი: 200 მ.
აბასთუმანი, თამარის ხიდი მდ. ოცხეზე და სამონასტრო კომპლექსი: 800 მ.
აბასთუმანი, თამარის ციხე და ეკლესია: 1.5 კმ.
ყველგან გადავაადგილდებით ტყის ბილიკზე, რელიეფი მარტივია.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:20 სთ. გავდივართ 06:40 სთ. მიკროავტობუსი გამოვა რუსთავიდან და თუ ვინმე იქიდან მოდიხართ, მაცნობეთ წინასწარ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
⚠️ აბასთუმნის ობსერვატორიაში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 6 ლ. მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 3 ლ. გიდის მომსახურება შედის ბილეთის ფასში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ზარზმის მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო, მე-8-16 სს. მდ. ქვაბლიანის ხეობა. ზარზმის მონასტერი დაარსა, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა, წარმოშობით კლარჯმა. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც“ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”. აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. უძველეს ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, ის ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია მე-16 ს. დასაწყისში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. თარიღი დგინდება მის სამხრეთის კედელზე განლაგებული ქტიტორთა წარწერებით. ფრესკაზე წარმოდგენილნი არიან სამცხის ძლიერების შემქმნელნი: სარგის I, სამცხე-საათაბაგოს პირველი დამოუკიდებელი მმართველი, შემდეგ მისი ძე ბექა I, რომელიც მამაა სარგის II-ისა და ყუარყარასი. მე-16 საუკუნის ბოლოს, სამცხის სხვა კულტურულ ცენტრებთან ერთად, ზარზმაც დაცარიელდა: "ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყუნა ზარზმის საყდარი, მონასტერი მოიშალა და მოოხრდა და აიშალა". ზარზმის მთელი ქონება - ხატები, ჯვრები, სხვა საეკლესიო ნივთები, უპირველეს ყოვლისა კი, უმთავრესი წმინდათაწმინდა ზარზმისა, ფერისცვალების ხატი - გურიას გადახიზნეს და იქ, სოფელ შემოქმედში, საგანგებოდ აშენებულ ახალ ეკლესიაში დაასვენეს. ამჟამად ზარზმის გადარჩენილი განძი ხელოვნების მუზეუმში ინახება. ზარზმის მონასტერის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის უხრწნელი გვამიც. 1940 წელს ბორჯომ-ახალციხის რკინიგზის მშენებლობის დროს სოფელ წნისთან „პატარაგორის“ მახლობლად მდებარე დანგრეული ეკლესიის კლდისპირა კედლების აღების დროს გამოჩენილა ნაწილი კლდისა, რომელიც (50X50 სმ) ქვითკირით იყო გამოშენებული. ამონაშენის გამორღვევისას გამოჩნდა გამოქვაბული სადაც ესვენა სხეული, რომელიც საბჭოთა მეცნიერებამ „მუმიფიცირებულ“ სხეულად წარმოაჩინა. შემდგომ მისი სხეული ახალციხის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს.

✔ ჭულეს (ჭულევის) მონასტერი: წმ. გიორგის გუმბათოვანი ტაძარი (მე-14 ს.) და ჩანჩქერი. მდ. ქვაბლიანის ხეობა. სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელწოდებას. მისი სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. ვახუშტი ბატონიშვილი ჭულევის მონასტრის შესახებ არანაირ ცნობებს არ იძლევა. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, წმ. გიორგის ეკლესია 1301 წლამდე უნდა ყოფილიყო აშენებული, ხოლო ვახტან ბერიძის მოსაზრებით კი ტაძრის აგებაც და მოხატვაც არსენის მიერ 1381 წელს მომხდარიყო, თუმცა თავად სამონასტრო ცხოვრება აქ ადრინდელი დროიდან გაჩაღებულა. ტაძრის ადგილას უწინ არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ---თა--- შეუნდნეს ღმერთმან--- ქკს ითა (1381 წ.)“. მე-11 საუკუნეში ჭულევის მამათა მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (მე-11 ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება მე-11 საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში. ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ჭულეში თანდათანობით მიცხრა სამონასტრო საქმიანობა, ხოლო 1595 წელს, ოსმალური აღწერის დროისათვის, კი სრულიად შეყწდა. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. მე-15-16 საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და, ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული, ერთი ტაძართან ჰკიდია, მეორე კი - სატრაპეზოს შესასვლელში.

✔ აბასთუმანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1270-1345მ სიმაღლეზე მდინარე ოცხის ხეობაში მდებარეობს. აბასთუმანს მე9-10 საუკუნეებში “ოძრხედ” მოიხსენიებდენენ, შუა საუკუნეებში “ოცხედ“ მე-19 ს-ის 70-იან წლებიდან კი დამკვიდრდა დღევანდელი სახელწოდება“აბასთუმანი”. ისეთი ისტორიული ძეგლები როგორიცაა: “თამარის ციხე” და „თამარის ხიდი.“ ადასტურებს რომ აქ ყოფილა თამარ მეფის რეზიდენცია. აბასთუმნის უნიკალური თვისებების გამო მე-18 საუკუნის მიწურულს აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორის ძმა გიორგი. მეფისწულის ბრძანებით აბასთუმანში აშენდა დიდებული სასახლე, თერმული წყლების აბანოს კომპლექსი, წმ.ალექსანდრე ნეველის ეკლესია და მრავალი უნიკალური შენობა ნაგებობა. მეფისწულს თან ახლდა მისი აღმზრდელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ას-
ტრონომიის პროფესორი ს.პ.გლაზენაპიც, სწორედ მან შეამჩნია აბასთუმნის ასტროკლიმატის ძალზე მაღალი ხარისხი რის შემდეგაც დაიწყო ობსერვატორიის მშენებლობა. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ 1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე, იქნა გატანილი.

✔ ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი “ და „ობსერატორიის ბიულეტენი“. აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი (მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი). ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიად. ობსერვატორიას ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, რათა მოისმონოს მცირე ექვსკურსიული მიმოხილვა და დაათვალიეროს ობსერვატორიაში არსებული მუზეომი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე29.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/19
    დაბრუნება
    • 28/09/19