ხუთშაბათს ვინც ისვენებთ ეგ თქვენი ტურია!!! საოცნებო ფერადი გუდამაყარი, ჩოხი, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი, პირიმზე ფუძის ანგელოზის სალოცავი , ჩოხის წმ. გიორგის ეკლესია, სოფ. დუმაცხო, ოქტომბერს!!

ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებადუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID55895

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გზად გავივლით და მოვინახულებთ:
ანანურის სამონასტრო კომპლექსი
ჟინვალის წყალსაცავი
შავი ( გუდამაყრის) და თეთრი ( მთიულეთის) არაგვის შესართავი
სოფ. ჩოხი (ზღვის დონიდან 1760 მ.)
პირიმზე ფუძის ანგელოზის სალოცავი
ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია
ცნობილი მწერალისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახლ- მუზეუმს
სოფ. დუმაცხო ( ზღვის დონიდან 1560 მ)
ულამაზესი გუდამაყრის ბუნება

მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით,

გიდი!

თერმოსკრინინგი!

სადეზინფექციო ხსნარი!
კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.

გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:

აუცილებლად გქონდეთ პირბადე!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, სურვილისამებრ სალაშქრო ჯოხი!
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი

-თამარი

დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.

რა ვნახოთ

  • ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
  • ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
  • ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
  • ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
  • ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.

დუშეთი: გზამკვლევი
დუშეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ბაზალეთის ტბაზე ბანაობა?
კი, ზაფხულში ბანაობენ, ქირავდება ნავები და კატამარანები. ივლის–აგვისტოს შაბათ-კვირას ხალხმრავალია.
რა ჯობს — დუშეთი ერთ დღეში თუ ღამისთევით?
დუშეთი, ბაზალეთი და ანანური თბილისიდან ერთ დღეში იოლად ჯდება. ღამისთევა ღირს, თუ ზაფხულში ტბაზე დასვენება გინდათ ან შემდეგ დღეს ყაზბეგისკენ აგრძელებთ.
როგორ მივიდე ბაზალეთამდე საკუთარი მანქანის გარეშე?
დიდუბიდან მარშრუტკით დუშეთამდე, იქიდან ტაქსით 10 წუთი. უფრო მარტივია ტური ან ტაქსი თბილისიდან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.