ფერთა აფეთქება რაჭაში ორდღიანი ტური - ოქტომბერი
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
G&M TOURS გთავაზობთ დაუვიწყარ ორ დღიან რაჭის ტურს
მოვინახულებთ:
1 დღე:
შაორის ტბა
ნაქერალას უღელტეხილი
ნიკორწმინდის ტაძარი, აგებულია XI საუკუნის დასაწყისში
ქვაბთკარი, სიყვარულის ჩანჩქერი - ადგილობრივი ლეგენდის თანახმად ამ გამოქვაბულში შესვლა გაუთხოვრობას შველის
მრავალძალი XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია
დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში
2 დღე
სოფელი ღები , ღების მაცხოვრის ეკლესიას (რომელიც XVI საუკუნის უნდა იყოს)
კურორტი შოვი, მჟავე წყლები
კურორტი უწერა , უწერას ტაძარი
ნაპერწკალას მჟავე წყალი
ონის სინაგოგა, ონის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ბარაკონი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში,
ფეხით გასავლელი მანძილი 5 კმ ჯამში , სირთულე მარტივი
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გამყოლი კომპანიიდან
ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
შესაძლებელია ავკრიბოთ თანხა და ვიყიდოთ სამწვადე , მოვლიხინოთ და გავერთოთ სტუმართმოყვარე რაჭველებთან
ვითვალისწინებთ : არ ვიგვიანებთ , არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში, არ ვსვათ და არ ვეწევით ტრანსპორტში , არ ვანაგვიანებთ გარემოს.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით
ტურზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თვითნებულად გადახვევა ბილიკიდან ორგანიზატორთან შეუთანხმებლად
ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
ყოველივე ზემოთხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მონაწილე გამოეთიშოს ტურს
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.