დარჩა ადგილი! ტური ერთად! მარტვილის და ოკაცეს კანიონები, აბჰესის ჩანჩქერი, სალხინო, დადიანების რეზიდენცია, მარტვილის მონასტერი აგვისტოს!!!

ფოტო: Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID55375

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გადადით ჩვენს ფეისბუკ გვერდზე

შემოგვიერთდით და თქვენც ნახეთ სამეგრელო!გაატარეთ უქმეები ჩვენთან ერთად, შეიძინეთ ახალი მეგობრები და იმხიარულეთ
ოკაცეს კანიონი
სალხინო - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
ოფუცხოლეს (მარტვილის) კანიონი სადაც მოვინახულებთ და ნავებით შევცურავთ ულამაზეს კანიონებში და ვნახავთ დინოზავრის ნაშთებს.
მარტვილის მონასტერი

აბჰესის ჩანჩქერი (ჩანჩქერზე ვიჭყუმპალავებბთ, გავგრილდებით და ვიპიკნიკებთ)
მარტვილის კანიონი:
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 10..
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;
მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო
ოკაცეს კანიონი:
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანების - 10..
საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;
მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო;
ოკაცეს კანიონამდე ჯიპებით ჩასვლა- (გააჩნია მგზავრთა რაოდენობას)
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებლად გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
გიდი!
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
გასვლის დრო: - დილის 6:30 სთ
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
  • მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
  • ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
  • ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
  • ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სამეგრელო: გზამკვლევი
სამეგრელო

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სამეგრელოს?
მარტვილის კანიონი, მონასტერი და ბალდა ერთ დღეში ჯდება. ზუგდიდის, ნოქალაქევისა და ანაკლიის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
როდის შეიძლება მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება?
ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე; ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს ნავები შეიძლება არ გავიდეს. ზაფხულში დილით მისვლა სჯობს — შუადღისას რიგია.
რა უნდა გავსინჯოთ?
ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ღომი სულგუნით და ცხარე აჯიკა. სამეგრელოს სამზარეულო საქართველოში ყველაზე ცხარეა — თუ ცხარე არ გიყვართ, წინასწარ თქვით.
შეიძლება თუ არა სამეგრელოსა და სვანეთის გაერთიანება?
კი, ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 130 კმ-ია, 3 საათამდე მთის გზით. ბევრი ჯერ ზუგდიდში ათევს ღამეს, მეორე დღეს კი სვანეთში აგრძელებს გზას.
როგორია ანაკლიის სანაპირო?
ქვიშიანი პლაჟია, წყალი თანდათან ღრმავდება, ამიტომ ბავშვებთან მოსახერხებელია. ურეკთან და ბათუმთან შედარებით წყნარია, სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.