national delicacy

სამეგრელოს ჩანჩქერები

  • ID: 55286
  • ნახვები: 4523
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/09/19
    დაბრუნება
    • 15/09/19
დამატებითი ინფორმაცია

♥მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი ამჯერად სამეგრელოში გაილაშქრებს, სადაც ვნახავთ რამდენიმე ჩანჩქერს და ულამაზეს , ეგზოტიკურ ბუნებას, ......არ გამოტოვოთ .

♥როდის? როგორ? საიდან?

♥შეხვედრის დრო და ადგილი: 14 სექტემბერი, შაბათი, მეტრო რუსთაველთან, მაკდონალდსის წინ. დილის 06:00 საათი

♥ფეხით დასაფარი მანძილი: 15-16 კმ

♥სირთულე: საშუალო

♥კატეგორია: საფეხმავლო, ლაშქრობა, ეგზოტური, ჩანჩქერტური, ტოპვატური , ჭყუმპალაობატური :)

რას ვნახავთ:

1.ბალდი
2. ჩანჩქერი "კაღუ"
3. ჩანჩქერი "ონიორე: დიდი
4 ჩანჩქერი "ონიორე" პატარა
5.საქართველოში ყველაზე დიდი კასკადური ჩანჩქერი "ტობა"

♥ლაშქრობის საფასური: 60 ლარი (ჩვენი ფონდი, "+1 მინიმუმის" ჩათვლით)

♥ფასში შედის: მგზავრობა , გამყოლი და საბანაკე აღჭურვილობა ვისაც არ აქვს (კარავი, საძილე ტომარა, ძირდასაფენი ლეიბი)

იმისთვის რომ ტურზე დარეგისტრირდეთ, აუცილებელია თანხის ჩარიცხვა წინასწარ.

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
12001090962
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: სამეგრელო
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს ჩარიცხვის ქვითარს ვგზავნით გვერდის პირად შეტყობინებებში

▲აუცილებელი და საჭიროა !

სალაშქრო ზურგჩანთა, მხრებზე კარგად მორგებული, კარავი, საძილე ტომარა, ძირსსაგები იგივე "პარალონი" (ვისაც არ გაქვთ საკუთარი, ჩვენ გათხოვებთ, შედის ტურის საფასურში თხოვება და არა ტარება :) ) 2 დღის სამყოფი საკვები , მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელი ღამისთვის.
საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ფანარი, პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ჰიგიენის ნივთები
სასურველია: სალაშქრო ჯოხები. ასევე პირადი აფთიაქი თუ ვინმე რაიმეს საჭიროებთ. ჩვენ კი გვაქვს , მაგრამ მაინც.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)

.▲რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ბათინკი რომელიც აფიქსირებს კოჭს. სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური :) , ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად. უფრო დაწვრილებითი რეკომენდაციებისთვის მოგვმართეთ პირადში

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 7 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება რადგან ტურს შესაძლოა ჩაშლის საფრთხე დაემუქროს
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!

★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.

1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 ან მეტი პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

იმისთვის რომ ჩვენი მოგზაურობა იყოს მოწესრიგებული გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა.

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! ბანაკში დასაშვებია ზომიერად....
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე60.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/09/19
    დაბრუნება
    • 15/09/19