national delicacy

სამეგრელო: ნოქალაქევი - შურუბუმუ

  • ID: 55263
  • ნახვები: 7351
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/09/19
    დაბრუნება
    • 07/09/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 7 სექტემბერს გთავაზობთ ერთ დღიან შემეცნებით-გასართობ ტურს სამეგრელოში, სენაკისა და ჩხურუწყუს რაიონებში.

1. ნოქალაქევი: მდ. ტეხურის ხეობა, არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. აქ ნახავთ: სამნაწილიან ქალაქს, გარშემორტყმულს მე-4, მე-5 და მე-6 საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით – გალავან-სამზღუდით, ანტიკური ხანის ციტადელს ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებით (მე-4-6 სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოებით, წყალსაცავით (მე-4-6 სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბით, მე-4-6 სს. საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთებით, მე-16-17 სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოცმოწამეთა" გუმბათიანი ტაძრით (მე-6 ს.).

2. დედამოკა ("ორსული დედა") - გოგირდის ცხელი წყლების ჩანჩქერი.

3. შურუბუმუს ტყე და გამოქვაბული, მდ. ხობის ხეობა. გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა. დაახლოებითი თარგმანი ”სულგანაბული” იქნება..ათასწლოვანი ბზის კორომი ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა “შურუბუმუს” გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.

4. ლუგელა, სამკურნალო მინერალური წყალი. (შეგეძლებათ ბოთლების ავსება) ახასიათებს ოდნავ მომწარო გემო; მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება და ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, არ იყინება -250C-მდე. თუ სხვა მინერალური წყლის მიღება დღე-ღამეში 6-8-ჯერ არის რეკომენდებული, „ლუგელას“ დალევა მხოლოდ 3-ჯერ შეიძლება, ისიც – ექიმის დანიშნულებით. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი უნიკალური შემადგენლობის წყალზე უამრავ ლეგენდას ჰყვებიან: თითქოს ლუგელას მკვდრის გაცოცხლება, ბეღურის არწივად გადაქცევა შეუძლია…

5. გვალაშარას ჩანჩქერი (თუ დრო დაგვრჩა) - მდ. ხობის მარჯვენა შენაკადი.

✔ 7 სექტემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 30 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
დედამოკა ("ორსული დედა") - გოგირდის ცხელი წყლების ჩანჩქერი: 800 მ.
შურუბუმუს ტყე და გამოქვაბული: 300 მ.
გვალაშარას ჩანჩქერი: 1 კმ.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:20 სთ. გავდივართ 06:40 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
⚠️ნოქალაქევში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 5 ლ. მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება ჯგუფზე - 15 ლ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი“ — ნაქალაქევი), ქართული წყაროების ციხე-გოჯი (ქუჯის ციხე) — ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო მე-4-8 საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები (542-562) სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში განხორციელდა. ომის დროს სპარსელებმა ციხეგოჯზე იერიში სამჯერ მიიტანეს და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554), თუმცა ქალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება (შედარებით) ჰპოვა მე-16 საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. მე-16-17 საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.

✔ “შურუბუმუს” გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირქვულ მასივში… გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა მითოსის, იდუმალების ბურუსით მოცული, დაახლოებითი თარგმანი ”სულგანაბული” იქნება..ათასწლოვანი ბზის კორომი ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა “შურუბუმუს” გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.. 2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ “ხავერდოვანაში” მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს “შურუბუმუს” გამოქვაბულის იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე “დეიძახი”, ანუ დევის ძახილი ერქვა. ამით, ფაქტობრივად, დამტკიცდა მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ “ხავერდოვანას” უშუალო კავშირი “შურუბუმუს” გამოქვაბულთან. .ასევე უტყუარი შეიქმნა დიდი მიწისქვეშა ტბების არსებობა, რომელთა განმუხტვის წერტილი “შურუბუმუს” მიწისქვეშა მდინარეა, მიგარიის მთაზე მცირე წვიმაც კი ამ მდინარის არნახულ ადიდებას იწვევს, რომელსაც წინ უსწრებს შიდა სივრცეებიდან გამოვარდნილი ჰაერის შემზარავი ზუზუნი, ეს მაუწყებელია იმისა, რომ უმჯობესია გაეცალო იქაურობას, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადო თავაწყვეტილი ჩანჩქერის “ამო ალერსი” . ეს ავდრისას. ეს ადგილი გვართა დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.იდუმალი ტბა მდიდარი ყოფილა თევზით და მის გამოსასვლელზე მეთევზეები “გეჩას” (თევზის მოსაპოვბელი ძველიძველი საშუალება) დგამნენ, “ონძილე” (თევზით მდიდარი ადგილი) ხან ერთი გვარის ხელში იყო, ხან მეორისაში და ვისაც გაუმართლებდა, ის დატვირთული ჯორით ბრუნდებოდა შინისკენ.

✔ ლუგელა, სამკურნალო მინერალური წყალი. ლუგელას წყლების მეცნიერული შესწავლა XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები მედიკოსებმა ერთხმად აღიარეს. დამტკიცდა, რომ შესაძლებელი იყო მისი გამოყენება მედიცინაში კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარის ნაცვლად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როცა ქვეყანა მედიკამენტების დეფიციტს განიცდიდა, აფთიაქებისთვის ლუგელას წყლის ჩამოსხმა დაიწყო. მოგვიანებით წყალი გამოიყენეს კოსმეტოლოგიაშიც: მისგან სამკურნალო კბილის საწმენდ პასტას -ლუგელას ამზადებენ.
ლუგელას ხეობას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მიგარიის კირქვული მასივი, რომელიც მდიდარია სხვადასხვა რელიეფური ფორმებით: ფოთოლცვენის მღვიმე (სიგრძე 2,5 კმ, სიღრმე 340 მ.) ხავერდოვანას უფსკრული (სიგრძე 1,5 კმ, სიღრმე 400 მ) ზესინახეს მღვიმე (სიგრძე 1,5 კმ, სიღრმე 300 მ), მუხურის მღვიმე (სიგრძე 960 მ). სოფელ მუხურის ტერიტორიაზეგადის მდინარე შურუბუმუს (სულგანაბული) კანიონი, რომელიც მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერების კასკადებით. შურუბუმის მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა ასთმის სამკურნალოდ იყენებდა. ყალიჩონის და ლეწურწუმეს კლასტოკარსტულ მღვიმეებში პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისებია აღმოჩენილი.

✔ ნოქალაქევის მიდამოებში საინტერესოა დედამოკა(დედამოკა ორსულ დედას ნიშნავს). ეს ადგილი ტეხურის ხეობის ვიწრო ყელზეა, ნოქალქევის ციხის გადასახედთან. აქ წყალში ღრმად ჩასმულია ვებერთელა ლოდი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. ლოდს ირგვლივ წყალი უვლის და თავისებურ გამოსახულებას ქმნის. ხალხი დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ ადგილს და ლოდს. იგი მოძალადეთ ლაშქარს გამოქცეული ქალის გაქვავებულ სხეულად მიაჩნიათ: სისხლიან მდევართ გამოქცეული ორსული ქალი მოსულა მდინარის პირად, გადახტა წყალში და ღმერთმა ქვად აქციაო-მოგვითხრობს ლეგენდა.
ნოქალაქევის სანახეებში, დედამოსაკთან არის ცხელი აბანოები ბუნებრივი წყლებისა, რომელიც თავისი ღირსებებით მაცესტას, წყალტუბოსა და მენჯის სამკურნალო წყლებს არ ჩამოუვარდება. აბანოს მიდამოებიც ბუნების ხელთუქმნელ სურათს წარმოადგენს: მთის ასწლოვან ხეებით დაჩრდილული ფერდობი, ანკარა წყაროს წყალი, მდინარისჭორომებიანი ვიწრო ხეობა ადამიანის თვალსა და გულს ახარებს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/09/19
    დაბრუნება
    • 07/09/19