national delicacy

ინფო ტური ხევსურეთში: არხოტი, არდოტი, ჩირდილი, ხახმატი და ა.შ.

  • ID: 55184
  • ნახვები: 3099
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/08/19
    დაბრუნება
    • 30/08/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ორ დღიან ინფო ტურს ხევსურეთში.

რას ნიშნავს ინფო ტური:
ტურში ჩამოთვლილ რამოდენიმე ადგილას ჩვენც პირველად მივდივართ, მაგრამ წინასწარ გვაქვს შესწავლილი ყველა ადგილის ისტორია.

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.
მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

მძღოლი გამოდის რუსთავიდანაც.

ტურის ორ დღიანი გეგმა კი ასეთია:

1. ჩირდილი - სოფელი ხევსურეთის თემში. ზღ. დ. 1350 მ. ხედები ხევსურეთის არაგვის ხეობაზე.

2. არხოტის ხეობა - პირიქითა ხევსურეთში. არხოტის თემი, რომლის ორი სოფელი ახიელი და ამღა კიდევ არსებობს, ხოლო სოფ. ჭიმღა გაუკაცრიელდა. არხოტის ხეობა საზღვრისპირა რეგიონია და მას ჩრდილოეთით ინგუშეთი ესაზღვრება.

✔ ახიელი - მდებარეობს არხოტის ხეობაში, მთა კიდეგანისმაღალის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არხოტისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1800 მ.
ახიელის ციხე, ხარათ ციხე (ჴარათ ციხე) - ციხე ეკუთვნის ცისკარაულებს

✔ ამღა - პირიქითა ხევსურეთი, არხოტის ხეობა, მდ. არხოტისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1720 მ.
- საკულტო ნაგებობა „იახსარა“ - ხატი წმინდა გიორგისამე - 16ს.
- გაგათ ციხე-სახლი, წიკლაურების სახლი - დგას სოფელ ამღის სამხრეთ ნაწილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
- ქვისკარის კოშკი - მდებარეობს სოფელ ამღიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარე ასის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც კეტავდა მდინარე არხოტისწყლის ხეობაში შემოსასვლელ გზას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

3. დათვიჯვრის უღელტეხილი - ზღ. დ. 2676 მ.

4. შატილი - ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.

მეორე დღე:
1. არდოტი - პირიქითა ხევსურეთი, მდ. ანდაქის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1820 მ. სოფელში მდებარეობს მე-19 ს. ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი.

2. ხონე - ხონისჭალა - მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ხონის წყალზე. ზღვის დონიდან 1200–1300 მ. შეთეკაურების საზამთრო და საზაფხულო სოფლები.

3. ხახმატის ჯვარი - ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლება და წმ.გიორგიობით ლოცულობენ. იგი უფრო ქალების მფარველ ღვათაებად არის მიჩნეული, მას ქალები შვილიერობასა და ვაჟიანობას შესთხოვენ.

4. ხახმატის ციხე

რაც შეეხება ფეხით სასიარულოს, გზები როგორ მდგომარეობაში იქნება იმის მიხედვით. შეიძლება რამოდენიმე ძეგლთან მოგვიწიოს ფეხით გავლა.

გთხოვთ პრეტენზიულები და წუწუნები ნუ წამოხვალთ
ამ ტურში. გასვლა არის მეგობრული სახის, არაკომერციული და ჩვენც თქვენსავით ვდებთ ტურის თანხას.

რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 5 კაცის წაყვანა შეგვიძლია.

✔ 29 -30 აგვისტო, ხუთშაბათი - პარასკევი.
✔ ტურის ღირებულება: 80 ლარი.
თანხას ვაგროვებთ წინასწარ.

ტურის ღირებულებაში არ შედის სასტუმროში ღამისთევა:
ღამისთევა შატილში - ერთი პერსონა 20 ლარი.
ვისაც კარავი გაქვთ ღამისთევა უფასოდ :D

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით:
დიდუბეში სამთო ქიმიის წინ. გასვლა 5:00 საათზე.

გაითვალისწინეთ რომ ასეთ გასვლებს არ ვიმეორებთ, რადგან შემდეგ უკვე ცალკეულ ტურებად ვანაწევრებთ ინფო გასვლებზე ნანახ ადგილებს. ერთხელ გეძლევათ შანსი მაქსიმალური ნახოთ უმცირეს ფასად.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე80.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/08/19
    დაბრუნება
    • 30/08/19