national delicacy

უმაგრესი ტური აბუხალოს ჩანჩქერზე და ძამის ხეობის მონასტრებში

  • ID: 54907
  • ნახვები: 4579
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/08/19
    დაბრუნება
    • 25/08/19
დამატებითი ინფორმაცია

უმაგრესი ტური აბუხალოს ჩანჩქერზე და ძამის ხეობის მონასტრებში

მოგწყინდა ნაცნობ ბილიკებზე მოგზაურობა!? მაშინ ეს ტური შენთვისაა! აღმოაჩინე უცნობი ძამის ხეობა!

აბუხალოსჩანჩქერი! კიდევერთიძამისხეობისუცნობიმარგალიტი!

მოსანახულებელი ადგილების  ვიდეო ლინკები:

აბუხალოს ჩანჩქერი: https://m.youtube.com/watch?v=H8b7UNT6zEE

https://m.youtube.com/watch?v=g-9Ti-W0joY

https://m.youtube.com/watch?v=Vh7ehcFjmGc&t=8s

ორთუბნის ღვთისმშობლის შობის დედათა მინასტერი: https://www.facebook.com/watch/?v=603257366698905

სარკინეთის კლდეში ნაკვეთი მონასტერი: https://www.facebook.com/watch/?v=2129202510741890
ურის დეტალური აღწერა:

25  აგვისტო (კვირა) ტური რომელიც არ უნდა გამოტოვო!!!
ტურის საფასური -40 . (საფასურში შედის სატვირთო ავტომობილით მგზავრობაც!)

ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე 08.00 (AM)-22.00 (PM)

ტურის სახეობა: პილიგრიმული-სათავგადასავლო-შემეცნებითი.

ტურის სირთულე: საშუალო სიმარტივის.

მარშრუტი: თბილისი-ქარელი (ძამის ხეობა)-თბილისი
მანძილი: 130 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი შემდეგ სატვირთო ავტომობილით გავდივართ 7-8 კმ-ს. გზა მიდის ძალიან ლამაზ ხეობაში და თითქმის 1 კმ. გვიწევს მდინარეში სიარული სატვირთო ავტომობილით. გასავლელი გზა ძალიან ლამაზია!!!
შეკრების ადგილი: სასტუმრო რედისონის ტერიტორია. ვიკრიბებით ველოსიპედთან.
მოვინახულებთ:
*ორთუბნის დედათა მონასტერი- სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილები კედელში დატოვოთ და დედაო ლოცვებში მოიხსენიებს;
*კლდეში ნაკვეთი- სარკინეთის შიო მღვიმელის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით;

*აბუხალოს ჩანჩქერი- აბუხალოს ჩანჩქერი ულამაზესია! ის არის კიდევ ერთი ძამის ხეობის უცნობი მარგალიტი! რაშიც თავად დარწმუნდებით!!!
მდებარეობს ქარელიდან 35 კმ-ზე. ზღვის დონიდან 1500.
სიმაღლე 10-მ. მდებარეობს ულამაზეს ხეობაში, სადაც უამრავი პეიზაჟები და სათავგადასავლო ადგილები შეგხვდებათ!  ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა ულამაზესია!!! 

P.S: ყველას სურვილის შემთხვევაში,  გზის გარკვეულ მონაკვეთს გავივლით ფეხითაც.  გადავიღებთ ჩანჩქერის ფონზე უამრავ სამახსოვრო ფოტოებს და დავტკბებით ულამაზესი ხედებით, დავაგემოვნებთ ნეოფიტეს წყაროს!  (ძამის ხეობის სალიერო პირების ხევისბერს ქვია ნეოფიტე). შემდეგ გაუდგებით  გზას აბუხალოს სკიტეებისაკენ.
*აბუხალოს მონასტერი და სკიტეები- აბუხალოს სამონასტრო კომპლექსი მდებაროებს სოფლიდან დასავლეთით, ფრიალო კლდეზე. მონასტრის დასავლეთი მხარე დაცულია მაღალი გალავნით. ძეგლი შედგება კლდეში ნაკვეთი, სხვადასხვა ზომის ერთმანეთთან დაკავშირებული 8 გამოქვაბულისგან. ეკლესია ნაგებია აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამონასტრო კომპლექსი თარიღდება XVII-XVIII სს-ით.
კლდის რღვევის გამო, ამ კომპლექსზე ზემოთ არ ავალთ. მას კარგად დავინახავთ ქვემოთ მდებარე მონასტრიდან.

ვახუშტი ბაგრატიონი აბუხალოს შესახებ გადმოგვცემს: „კუალად გვეძინეთის დასავლით (მდ. ძამას) მოერთვის ხევი აბუხალოსი. აქა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი მაღალს კლდესა შინა მრავალნი. მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქიდამ გარდავალს გზა გუჯარეთს რაჭის ხევზედ. აბუხალოს დასავლით გარდავალს გზა გუჯარეთს“

მოვილოცებთ, აბუხალოს მონასტერს და შემდეგ ბერების ნებართვითვით ავალთ აბუხალოს ,, სვიმონ მესვეტის“ სახელობის სკიტეებში, საიდანაც ძალიან მაგარი პანორამული ხედები იშლება!

ბოლოს ვპიკნიკობთ ყველა ერთად მონადირეების ქოხთან!

ტურის საფასურში შედის:

1) მგზავრობა; მიკროავტობუსით+სატვირთო ავტომობილით.
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) ერთჯერადი ჭურჭელი;
6) მინერალური წყალი;
7) სიურპრიზი!

არ შედის: 

კვება: კვების გარეშე (ყველას მოგვაქვს საკვები ინდივიდუალურად და ერთად ვკიკნიკობთ ბუნებაში მონადირეების ქოხთან).
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები. 
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური არ იჭერს ყველგან, 
გაითვალისწინეთ:

* აბუხალოს ჩანჩქერამდე და სკიტეების ძირამდე ავდივართ სატვირთო ავტომანქანით. ისე ფეხით სავალი მანძილი-7-8 კმ. მიახლოვებით.

* ვიცვამთ მოხერხებულად, სპორტულად, და აგრეთვე მოგვაქვს მანდილოსნებს თავშლები და ქვედაბოლოები, ხოლო მამაკაცევს გვაცვია შარვლები!  
* არ ვანაგვიანებთ გარემოს! 
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში! 
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია ! ! !
მსურველებმა სიაში ჩასაწერად და დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593. 914492; 551.175999;
ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
GE29TB7281645063600036
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ძამის ხეობის ტური.
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
TBCPaybox -აპარატებიდან: პ/ნ:43001000068. (06.06.1981 წ.) მიმღები -AKAKI LOMITASHVILI
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ შემდეგ 551.175999 ან 593.914492 ნომრებზე დარეკვის და თანხის ჩარიცხვის შემდეგ!

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/08/19
    დაბრუნება
    • 25/08/19