national delicacy

აბუხალო. უცნობი ძამა

  • ID: 54715
  • ნახვები: 3734
complogo
GT-მეგობრები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/09/19
    დაბრუნება
    • 08/09/19
დამატებითი ინფორმაცია

ყველასთვის საინტერესო და ბევრისთვის უცნობი ტაძრები ძამის ხეობის ბოლოში.

ფეხით სავალი გზა, ცალი მხარე 5-6 კმ. მარტივი. უმნიშვნელო აღმრთ დაღმართები.

სანახაობა ბევრად ლამაზი, ვიდრე ვინმეს უნახავს ძამის ხეობა ბატეთის ტბამდე.
11 აგვისტოს, კვირას გავემგზავრებით დილით ძამის მიმართულებით.
რათქმაუნდა გზად გავივლით მთელს ძამის ხეობას, თუმცა პირველი სანახავი ობიექტი გვექნება აბუხალოს სკიტი.
აბუხალო არის ნასოფლარი. მდებარეობს ქარელიდან 35 კილომეტრიტ, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე.

აბუხალოს სამონასტრო კომპლექსი მდებაროებს სოფლიდან დასავლეთით, ფრიალო კლდეზე. მონასტრის დასავლეთი მხარე დაცულია მაღალი გალავნით. ძეგლი შედგება კლდეში ნაკვეთი, სხვადასხვა ზომის ერთმანეთთან დაკავშირებული 8 გამოქვაბულისგან. ეკლესია ნაგებია აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამონასტრო კომპლექსი თარიღდება XVII-XVIII სს-ით.
კლდის რღვევის გამო, ამ კომპლექსზე ზემოთ არ ავალთ. მას კარგად დავინახავთ ქვემოთ მდებარე მონასტრიდან.

ვახუშტი ბაგრატიონი აბუხალოს შესახებ გადმოგვცემს: „კუალად გვეძინეთის დასავლით (მდ. ძამას) მოერთვის ხევი აბუხალოსი. აქა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი მაღალს კლდესა შინა მრავალნი. მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქიდამ გარდავალს გზა გუჯარეთს რაჭის ხევზედ. აბუხალოს დასავლით გარდავალს გზა გუჯარეთს“

აბუხალოში ვნახავთ ძამის მცირე, მაგრამ ლამაზ ჩანჩქერს.

ასევე მინდა განახოთ მუხილეთის მონასტერი და ტაძარი.
ხოლო უკანა გზაზე შეგვიძლია შევიაროთ სარკინეთისა და ორთუბნის მონასტრებში.

სოფელ ორთუბნის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკი და დედათა მონასტერი, რომელიც ფუნქციონირებს. გვერძინეთის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი ეკლესია-მონასტრები. აღსანიშნავია ელბაქიანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სარკინეთის მონასტერი, რომელიც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კლდეშია გამოკვეთილი და დღეს აქ წირვა-ლოცვა აღევლინება. სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილ გამოქვაბულში არსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.

ბევრი ტაძარი, რომელიც დღეისათვის ამ რეგიონში ფუნქციონირებს, იმეორებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელებს. შატბერდი მაგალითად, აქ გვხვდება ტბეთის ეკლესია, რომელიც ყინწვისიდან 20 კმ.–ითაა დაშორებული.აქ არის ბანას, ოპიზას, შატბერდის ტაძრები, რომლებიც ფუნქციონირებენ და სამონასტრო კომპლექსებს წარმოადგენენ. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს ძეგლები განსხვავებულია. ტოპონიმები, რომელიც ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე გვხვდება, ამ ხეობაში ადრე არ ფიგურირებდა და დღეს ქართველებში გარკვეულ სიამაყეს აღძრავს.

რაც შეეხება მოლაშქრისათვის გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს: გზად გვხვდება მცირე მდინარე, შესაძლოა ცოტა ფეხის დასველებაც. თუ გაგვიწვიმდა, გზად მიწიანი რელიეფზე აგვიტალახდება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ გამოგვადგება. ჩაიცვით სალაშქრო ბოტასები ან ბათინკები.
კარგ ამინდში კი მზემ რომ არ დაგვწვას, იქონიეთ კეპი, სათვალე.
გზა ნაწილობრივ არის ტყიანი და ჩრდილიც გვექნება. გზად სასმელი წყალი გვხვდება რამდენიმე ადგილას.
თან იქონიეთ საწვიმარი. ტაძარში შესვლისას აკრძალულია შორტებით შესვლა, მანდილოსნებმა კი იქონიეთ თავსაბურავი და კაბა, მოსაცმელი.

რაც შეეხება საკვებს: ყველას მოგვაქვს ცოტცოტა საჭმელ სასმელი. ჩემს გვერდით არ არის აკრძალული ზომიერების ფარგლებში ქეიფი და ალკოჰოლი. პირიქით, აუცილებელიც კი არის.

ტურის ღირებულება არის 40 ლარი.
შეკრების ადგილი: სამთო ქიმია. მეტრო დიდუბესთან.
შეკრების დრო: 11 აგვისტო, კვირა 09:00 სთ.

 თანხა - 40 ლარი უნდა გადავიხადოთ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან პირად ნომერზე
---01001008463 -ანგარიშის მფლობელი ბ.ტ.
--ანგარიშის ნომერი GE23BG0000000854748100
 

შემოგვიერთდით, მოიწვიერთ მეგობრები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მომწერეთ აქ, ან დამირეკეთ 514-00-51-41 ან 579-16-42-07 GT-მეგობრები

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
GT-მეგობრები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/09/19
    დაბრუნება
    • 08/09/19