national delicacy

მთიანი აჭარა. ხიხანის ციხე

  • ID: 54706
  • ნახვები: 3299
complogo
GT-მეგობრები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/08/19
    დაბრუნება
    • 18/08/19
დამატებითი ინფორმაცია

????️ყველაზე ლამაზი ფერები მთიან აჭარაშია.

17-18 აგვისტო.

????ყველაზე ლამაზი ტური ხიხანის ციხეზე.

-ეს არის საოცრება, ყველაზე ლამაზი ადგილი, რაც კი მინახავს.

⏯️ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიყავით ამ ციხეზე, ვიცით გზაც, კვალიც, სირთულეც, სილამაზეც და გასათვალისწინებელი დეტალები.

⛓️შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს გუნდს.

 

????ორ დღიანი ტურის ღამე დარჩენის საკითხი გადავწყვიტე შემდეგ ნაირად:

???? ვისაც სურს საოჯახო სასტუმროში ღამის გათევა, შეგვიძლია ვუქირავოთ აჭარის მთიან სოფელში სახლი ერთ კეთილ ქალბატონთან, რომლის ღირებულებაც შეადგენს 30 ლარს. ამ ფასში შედის ვახშამი, დაძინება და საუზმე.

⛺ხოლო ლაშქრის ის მონაწილეები, რომლებსაც აქვთ კარვები და საძილე ტომრები, დავრჩებით ამ სოფლიდან მოშორებით მდებარე ნაძვნარში, საკემპინგე ადგილას, სადაც არის წყარო, მაგიდა, გადახურული ფანჩატური და ტუალეტები.

 

⏯️ტურის ძირითადი გეგმა ასეთია:

1 დღე: თბილისიდან გამგზავრება.

ახალციხე (გავლით )

ადიგენი (გავლით)

ზარზმა (ნახვით)

გოდერძის უღელტეხილი (გავჩერდებით )

ბეშუმი (ფოტო სესია)

მწვანე ტბა ( ფოტო სესია. ბანაობა აკრძალულია)

ევროპაში სიდიდით მეორე საბაგირო ხულოში.

დაბანაკება ( კოცონი, ქეიფი, სიმღერა, ტაშ-ფანდური)

 

2. დღე

სოფელი ხიხაძირი.

გზად დავინახავთ ხიხაძირის დიდ ციხეს

ხიხანის ციხე ( ტურის მთავარი სანახაობა )

სხალთის მონასტერი

თამარის, ქვის თაღიანი ხიდი

ჩანჩქერი ფოტო განწყობისათვის

თბილისი

 

????ანუ ასე დავიწყებთ ტურს: გამგზავრება თბილისიდან ახალციხის მიმართულებით, საიდანაც გადავდივართ ადიგენის რაიონში.

ზარზმის მონასტრის გავლით, დავიწყებთ ასვლას გოდერძის უღელტეხილზე.

გოდერძის უღელტეხილის გზა არის გამწვანებული, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში ჩაფლული. ამ ტყის გავლის შემდეგ ავდივართ ალპურ ზონაში, სადაც უკვე ხეები თითქმის აღარ გვხვდება.

გოდერძის უღელტეხილიდან გადავუხვევთ სამი მიმართულებით: მარჯვნივ მწვანე ტბაა, მარცხნივ ბეშუმი.

ფოტო სესიის შემდეგ გზას გავაგრძელებთ ხულოსკენ.

????ხულოში არის საინტერესო საბაგირო, რომლის სიგრძეც არის საყრდენების გარეშე 1720 მეტრი, სიგრძით მეორეა მთელს ევროპაში. საბაგიროდან გადაშლილი ხედები და სანახაობა უჩვეულოა. ეს არის ციდან დანახული ხულოს სოფლები.

ეფექტურია და დასამახსოვრებელი.

????ამ საოცარი საბაგიროთი 10 ადამიანის გადაყვანა-გადმოყვანის მთლიანი ღირებულება არის 5 ლარი. ერთი კაცი 50 თეთრი. (ზოგი ტურ ოპერატორი მეტ თანხას ახდევინებს არ მცოდნე მოლაშქრეებს )

ამ უმაგრესი საბაგიროდან სიამოვნების მიღების შემდეგ გავემგზავრებით საბანაკო ადგილისაკენ. ( ნაწილი კარვებით და ნაწილი საოჯახო სასტუმროში. სურვილისამებრ )

 

2 დღე: დილის 05:30 სთ-ზე ადგომა და 6 საათზე ვიწყებთ ციხე ხიხანისკენ ფეხით წასვლას. სავალი გზა არ აღემატება 2 კილომეტრს. აქედან ერთ კილომეტრზე მეტი არის ციცაბო აღმართი, რომელზეც მოწყობილი არის ზიგზაგურად ბილიკი. არის ძალიან მაღალი და ციცაბო. ქარაფებზე თუ არავინ მივა, საფრთხეც არაფრის არ არის. ( აკრძალულია ასეთ ადგილებში ფოტო-ტინგიცი და ზოგადი უსაფრთხოების დარღვევა) დასაშვებია მოზარდების წამოყვანაც.

????ციხეზე ასვლისას გვხვდება საგუშაგო კოშკი, რომელიც რეაბილიტირებულია და კეთილი ხალხის მიერ აღდგენილი. ამ კოშკთან ყველა გავჩერდებით, დაველოდებით ერთმანეთს და მთავარ, დედა ციხეზე ავალთ ყველა ერთად. კომპლექსი შედგება რამოდენიმე კოშკისგან, ეკლესიის, მარანის, საცხოვრებელი ოთახების ნანგრევებისგან.

სავარაუდოდ იქ გავჩერდებით ერთი საათი, და საშუალება გვექნება ათასი ფოტოს გადასაღებად. ტურის ყველა მონაწილე ორგანიზებულად დავიწყებთ ციხიდან ჩამოსვლას. დაბლა ვისაუზმებთ, ავშლით კარვებს, ჩავბარგდებით და წამოვალთ სხალთის მონასტრისაკენ.

✝️სხალთის მონასტერი ძალიან მომწონს. აჭარის რეგიონში ასეთი სახით შემორჩენილი ეკლესია სხვა არ გვხვდება. ურჯულო მტერმა მთლიანად დაანგრია ქრისტიანული ტაძრები. ქრისტიანთა უმრავლესობა დახოცა, ზოგი გაამუსულმანა და ზოგმაც თავი შეაფარა საქართველოს სხვა კუთხეებს. სწორედ ამ ტაძრის რეაბილიტაციის დროს იქნა ნაპოვნი ადამიანთა მასიური სამარხი, სადაც თავისქალები არ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ის ქართველები იყვნენ, ვინც არ მიიღო ისლამი და მათ თავი მოკვეთეს.

ასეთი თქმულება მოგვიყვა ერთმა იქაურმა ადამიანმა სხალთის ტაძარზე, რომელიც ვერ დაანგრია მტერმა: ამ ტაძრის მეჩეთად გადაკეთება მოინდომეს. და შიგნით შესულ მოლას თავში მოხვდა ტაძრის ჭერიდან ჩამოვარდნილი ლოდი, მოკლა. ეს ნიშანი და წყევლა იყო მათთვის , რომლის შიშითაც ტაძარი ვერ დაანგრიესო.

სხალთის მონასტრის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში. გზა არის გრძელი, დამღლელი. აჭარიდან გამოვალთ დროულად, რომ თბილისში ჩამოსვლისას არ გადავაცილოთ 23:00 საათს.

 

❇️ჩვენი მოგზაურობა რომ იყო საინტერესო, უსაფრთხო, მხიარული და ყველასთვის სასიამოვნო, ამისთვის არ ვაწესებთ არანაირ წესებს, კანონებს და შეზღუდვებს. ყველა ვხელმძღვანელობთ საერთო ზნეობით, წესებით და პატივისცემით.

⛔ცუდ ხალხს საკუთარი ხელით ჩავსვავთ ტრანსპორტიდან, როგორც ფუტკრის ოჯახები აძევებენ სკიდან უვარგის ფუტკრებს :) :) :)

????ნებისმიერ საკითხში და გასაჭირში ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის ვმოქმედებთ. ეს გასვლა გვჭირდება სულის გახარებისთვის, მაქსიმალური სიამოვნებისათვის და საუკეთესო მეგობრების შეძენისათვის.

 

გასათვალისწინებელია: ხიხანის ციხეზე არ არის სასმელი წყალი????. ბანაკში ყველა აავსებს ერთ ბოთლ წყალს და წამოიღებს თან.

ციხის ბილიკი არის ტყიანი, მზე ძალიან არ შეგვაწუხებს, ტუმცა ხიხანის ციხეზე მზე ????მაგრად იკბინება, გაითვალისწინეთ.

აუცილებად იქონიეთ

❗საწვიმარი,

ფანარი,

თბილი ქურთუკი,

მზის ქუდი,

სათვალე,

მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბოტასები ან სალაშქრო ბათინკი.

➕კარავი,

საძილე ტომარა,

პარალონი.

ციხეზე ავდივართ ბარგის გარეშე, მსუბუქად. მხოლოდ წყალი და ფოტო აპარატები.

ბარგი ზურგით სათრევი არ გვაქვს არსად.

საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად. იმისათვის, რომ უაზროდ არ დავკარგოთ დრო, არ გავაჩერებთ ტრანსპორტს სმარტსა და სხვა სუპერმარკეტებში. ყველა პროდუქტი იყიდეთ წინა დღეებში!!!

⚠️ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ ტვალეტებთან, ბენზო გასამართ სადგურზე ან ბუნებაში, აჭარის მხარეს.

(ტურებზე, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ აფერხებენ ჯგუფის წევრებს მაღაზიაში გადასული არა პუნქტუალური ადამიანები.)

❗აუცილებლად იქინიეთ პირადობის მოწმობები. უნდა გავიაროთ სასაზღვრო კონტროლი და მოგვცენ ნებართვა ქართველმა მესაზღვრეებმა, ხიხანის ციხეზე ასასვლელად.

ხიხანის ციხე არის თურქეთის საზღვრის პირას.

ტურის ღირებულება არის 70 ლარი. ვისაც სურს ღამე საოჯახო სასტუმროში დარჩენა , მათ დამატებით ექნებათ გადასახდელი 30 ლარი ( საუზმე, ვახშამი, ღამისთევა)

 

შეკრების ადგილი: სამთო ქიმია. მეტრო დიდუბესთან.

შეკრების დრო: 17 აგვისტო, შაბათი 06:20 სთ.

გასვლის დრო: ვეცადოთ რაც შეიძლება მალე ჩავაწყოთ ბარგი და გავიდეთ დროულად!

უკან დაბრუნების დრო: 18 აგვისტო, კვირა. 23:30 სთ.

????თანხა - 70 ლარი უნდა გადავიხადოთ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან პირად ნომერზე

---01001008463 -ანგარიშის მფლობელი ბ.ტ.

--ანგარიშის ნომერი GE23BG0000000854748100

????️შემოგვიერთდით, მოიწვიერთ მეგობრები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მომწერეთ აქ, ან დამირეკეთ 514-00-51-41 ან 579-16-42-07 GT-მეგობრები

ეს ჩვენი ფეისბუქ გვერდიაhttps://www.facebook.com/georgian.travelers.12

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
GT-მეგობრები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/08/19
    დაბრუნება
    • 18/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა