ტური მარტვილის კანიონზე

ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID54326

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთავაზობთ ტურს დასავლეტის მიმართულებით ხონში თქვენ მოინახულებთ სალხინო- დადიანების საზაფხულო რეზიდენციას. (მარტვილის) კანიონი სადაც მოვინახულებთ და ნავებით შევცურავთ ულამაზეს კანიონებში და ვნახავთ დინოზავრის ნაშთებს. ასევე მოვინახულებთ ანაკლიას
ბილეთების ფასია!
მარტვილის კანიონი
ოკაცეს კანიონი
- ზრდასრული - 10.
არასწრულწლოვანი (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.
ნავით გასეირნება - 1 ადამიანი -
ოკაცეს კანიონი:
ზრდასრული-9.
არასრულწლოვანი(6 წლიდან- 18 წლამდე)-5.
უცხო ქვეყნის მოქალაქე-17.
6წლამდე ბავშვების შესვლა არის უფასო მაგრამ მათი სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20სმ
ოკაცეს კანიონამდე ჯიპებით ჩასვლა-(გააჩნია მგზავრთა რაოდენობას)
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
????არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
????არ ვბილწვსიტყვაობთ!
????არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში ვიზიტორი არ დაიშვება!
მგზავრობის დროს არ ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე მკაცრად იკრძალება მსგავს თემებზე ლაპარაკი.
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას !
არ მოგყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
ვიცმევთ სპორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით შესვლა სასტიკათ აკრძალულია!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს ჩვენი სურვილისამებრ!
????ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
გამყოლი!
კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
გასვლის ადგილია: ხაშურის ცენტრი გამგეობის გადასწვრივ დიმიტრი ყიფიანის სკვერიდან

სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
  • მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
  • ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
  • ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
  • ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სამეგრელო: გზამკვლევი
სამეგრელო

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სამეგრელოს?
მარტვილის კანიონი, მონასტერი და ბალდა ერთ დღეში ჯდება. ზუგდიდის, ნოქალაქევისა და ანაკლიის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
როდის შეიძლება მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება?
ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე; ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს ნავები შეიძლება არ გავიდეს. ზაფხულში დილით მისვლა სჯობს — შუადღისას რიგია.
რა უნდა გავსინჯოთ?
ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ღომი სულგუნით და ცხარე აჯიკა. სამეგრელოს სამზარეულო საქართველოში ყველაზე ცხარეა — თუ ცხარე არ გიყვართ, წინასწარ თქვით.
შეიძლება თუ არა სამეგრელოსა და სვანეთის გაერთიანება?
კი, ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 130 კმ-ია, 3 საათამდე მთის გზით. ბევრი ჯერ ზუგდიდში ათევს ღამეს, მეორე დღეს კი სვანეთში აგრძელებს გზას.
როგორია ანაკლიის სანაპირო?
ქვიშიანი პლაჟია, წყალი თანდათან ღრმავდება, ამიტომ ბავშვებთან მოსახერხებელია. ურეკთან და ბათუმთან შედარებით წყნარია, სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.