გასტრონომიული ტური მარტვილის კანიონი
ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გიდი - თქვენთან ერთად იქნება ადგილობრივი, პროფესიონალი გიდი, რომელიც დაგეხმარებათ გაიცნოთ საქართველო. სანდრო ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას შემოგთავაზებთ.
ტრანსპორტირება - Mercedes Benz Vito
დღე 1
გამგზავრება ქუთაისიდან
ქუქინგი/მასტერკლასი - გარემო უძველესი სტილით, სადაც თითოეული დეტალი და დიზაინის იდეა მასპინძელს ეკუთვნის. კერძებს მოგიმზადებენ ხელნაკეთი ტრადიციული საშუალებებით, რასაც იყენებდნენ ძველ საქართველოში. აქ ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრებმა საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილება მიიღონ.
მარტვილის კანიონი - საფეხმავლო ბილიკს მიყავხართ მარტვილის კანიონის ეკოლოგიურ მრავალფეროვნებაში, რომელიც მდებარეობს სამეგრელოს რეგიონში. მდინარე აბაშის კირქვული ქანებით აგებული ხეობა კანიონისებურადაა გაჭრილი 2400 მეტრის სიგრძეზე. ხეობის სიღრმე 20-30 მეტრია, სიგანე კი 5-10 მეტრი.
განთავსება საოჯახო სასტუმროში
ვახშამი თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.
დღე 2
კინჩხის ჩანჩქერი - კინჩხა განსაცვიფრებელი ადგილია ორი ჩანჩქერითა და კანიონით. ჩანჩქერის სიმაღლე 1000 მეტრია. კიბეები და საფეხმავლო გზა გვთავაზობს ულამაზეს ხედებს კანიონზე.
გამგზავრება ქუთაისში
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.