ეკო ტური ოკაცეს კანიონი

ფასიფასი — მოთხოვნით
ID54213

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გიდი- თქვენთან ერთად იქნება ადგილობრივი, პროფესიონალი გიდი, რომელიც დაგეხმარებათ გაიცნოთ საქართველო. სანდრო ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას შემოგთავაზებთ.

ტრანსპორტირება - Mercedes Benz Vito

დღე 1

ქუთაისიდან გამგზავრება

სათაფლიის სახემწიფო ნაკრძალი - მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კილომეტრში. აქ აღმოჩენილია 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევი. ტერიტორია დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით. ნაკრძალში ნახავთ 300 მეტრის სიგრძის მღვიმესა და რამდენიმე პანორამულ გადმოსახედს.

ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)

პრომეთეს მღვიმე - 1.4 კმ სიგრძის მღვიმე კუმისთავში, ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ში მდებარეობს, რასაც მოჰყვება 400 მ სიგრძის მიწისქვეშა ტბა. სექციები ნამდვილად შთამბეჭდავია, ტურისტული ბილიკი გაფორმებულია ფერადი განათებითა და კლასიკური მუსიკით.

განთავსება სასტუმროში - ხის სახლი

ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.

დღე 2

კინჩხას ჩანჩქერი - კინჩხა განსაცვიფრებელი ადგილია ორი ჩანჩქერითა და კანიონით. ჩანჩქერის სიმაღლე 1000 მეტრია. კიბეები და საფეხმავლო გზა გვთავაზობს ულამაზეს ხედებს კანიონზე.

ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)

ოკაცეს კანიონი - ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.

გამგზავრება ქუთაისში

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.