ბიუჯეტი

ID: 54142
1
2
3
4
5
6
7

ერთდღიანი ტური სამეგრელოში 60 ლარად.. მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, დადიანების სასახლე, კიჩხას ჩანჩქერი...

60 GEL

კონტაქტი

თბილისი
mixeilzadishvili.89@gmail.com
+995 555130005

მდებარეობა - ხანგრძლივობა

32 დღე - 31 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

20/07/19 - 20/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

თბილისი
mixeilzadishvili.89@gmail.com
+995 555130005

გაზიარება

ერთ დღიანი ტური სამეგრელოში...გთავაზობთ სანახაობათა ჩამონათვალს:

1) დადიანების სასახლე: მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითისნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

2) მარტვილის კანიონი:ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.

3) ოკაცეს კანიონი: კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცესხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

ტური უნდა შედგებოდეს 7 ან 8 ადამიანისგან.. ან ფასის შეთანხმებით რაოდენობას მნიშვნელიბა არ აქვს..

ტური განხორციელდება თქვენი ან ჩვენს მიერ დაგეგმილ დღეს..

მომსახურება ვრცელდება როგორც უცხოელ ტურისტებზე ასევე ჩვენს თანამემამულეებზე..

დამიკავშირდით: 555 13 00 05 გიორგი

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა