ტური რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ-მძოვრეთის ციხე და ძამის ხეობის მონასტრები
ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; Armineaghayan · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოსანახულებელი ძეგლების ვიდეო ლინკები:
მზოვრეთის მამათა მონასტერი:
წმ. ნიკოლოზის სამონასტრო კომპლექსი: დეტალური აღწერა:
ტურის საფასური -25 ლ.
ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე 08.00 (AM)-22.00 (PM)
ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი.
მარშრუტი: თბილისი-ქარელი-თბილისი
მანძილი: 130 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
შეკრების ადგილი: სასტუმრო რედისონის ტერიტორია. ვიკრიბებით ველოსიპედთან.
მოვინახულებთ:
*მზოვრეთის ციხე- სამოთხე დედამიწაზე;
*ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სამონასტრო კომპლექსი-სადაც ბერი ნაუმი სნეულებს ლოცვით კურნავს;
*ორთუბნის დედათა მონასტერი- სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილები კედელში დატოვოთ და დედაო ლოცვებში მოიხსენიებს;
*კლდეში ნაკვეთი- სარკინეთის შიო მღვიმელის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით;
*ზაზა ფანასკერტელის აზიური აბანოები;
*სამწევრისის ჯვრის სახელობის VII-ს-ის მამათა მონასტერი და სამწევრისის ციხე.
*სანებლის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასმონასტერი- სადაც თქვენ ნახავთ 900 წლოვან მუხას. მეუფის კურთხევით ყველა აქ მიმსვლელი მომლოცველი აუცილებლად ეხუტება მუხას, რათა მუხისაგან მიიღონ დადებითი ენერგია და ძალა!
ტურის საფასურში შედის:
1) მგზავრობა;
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) ერთჯერადი ჭურჭელი;
6) მინერალური წყალი;
7) სიურპრიზი!
არ შედის:
კვება: კვების გარეშე (ყველას მოგვაქვს საკვები ინდივიდუალურად და ერთად ვკიკნიკობთ ბუნებაში).
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები.
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური იჭერს ყველგან,
გაითვალისწინეთ:
* მზოვრეთამდე სხვა კომპანიები ადიან ფეცით 2კმ-ს- ჩვენ აგვყავს მარშუტკა ბოლომდე (რა თქმა უნდა თუ არ იწვიმა)!
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ძამის ხეობის ტური.
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ შემდეგ ან ნომრებზე დარეკვის და თანხის ჩარიცხვის შემდეგ!
შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
- გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
- სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.