ზემო აჭარა
ფოტო: Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აჭარული ზღაპრების სამყარო იწყება !
????ადგილი, სადაც დრო ჩერდება , სადაც ერთმანეთს ერწყმის ემოციური ისტორიები და ღვთიური ხელით შექმნილი ბუნება, სადაც ერთდება ზღვა , მთები და ცა, ეს აჭარააა !
????ჩვენი ქვეყნის ყველაზე უცნაური და ემოციურად ზღაპრული კუთხე !
3 დღით მოწყდი მოსაწყენ ერთფეროვნებას, სიცხეს , ხმაურს და გადასახლდი აჭარის ღვთიურ ბუნებაში
????ჩვენი მარშუტია :
????გასვლა თბილისიდან დილის 5 საათზე
????გზა თბილისიდან სამცხემდე (ადიგენის რაიონი)
ადიგენის რაიონში მდინარე ფოცხოვისა და ქვაბლიანის ხეობებიდან კი აჭარული ზღაპების სამყაროც იწყება ????
????გოდერძის არამიწიერი სილამაზის უღელტეხილი, გზა სამცხესა და აჭარას შორის, სადაც ერთდება ცა და დედამიწა, ზღაპრები და რეალობა! და ასევე გზა -ანდრია პირველწოდებულის ! გზა, რომელიც 21 საუკუნის წინ გაიარა მაცხოვრის მოსწავლემ!
????ბეჩუმის მთიანეთი , აჭარის ალპური სამყარო , გოროზი მთების , შხაპუნა მდინარეების და აჭარული ,,იალაღების ‘ ემოცია
????მწვანე ტბა- აჭარის პატარა მარგალიტი, აჭარის და მთლიანად ქართული ბუნების კიდევ ერთი სასწაული!
????ხულოს საბაგირო -აქ შეგიძლია ტყით დაფარულ მთებსა და ხეობებს ზევიდან გადმოხედო და თავი ცაში იგრძნო ????
????(საბაგიროს )
????სხალთის ხეობა, ბუნებრივი და ხელოვნური საოცრება
????ყინჩატურის მუზეუმი ,
????სხალთის ტაძარი , ადგილი რომელმაც დროსა და თურქობას გაუძლო!
????ხიხაძირი, ისტორიული ადგილების კვალდაკვალ!
????ვარციხე -თამარის ციხე..აჭარის სამხედრო არქიტექტურა!
????სხალთის უძველესი ეკლესია , მსოფლიოს ისტორიის , ერთერთი უძველესი ქრისტიანული სამლოცველო !
????სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი, საქართველოსათვის მოღვაწე უდიდესი აჭარელი პატრიოტისა და მოღვაწის გავლილი გზა!
????ულამაზესი აჭარული სოფელი თხილვანა და დაბინავება საოჯახო სასტუმროში .
ვახშამი..(შეგიძლიათ იაფად შეუკვეთოთ ნატურალური და ტრადიცული აჭარული სამზარეულოსს შედევრები
დღე მეორე :
???? დილით ხმაურის მაგივრად, მამლის ყივილი და ტყეში ჩაფლლი სოფლის ემოცია გაგაღვიძებთ და მეორე ზღაპრული დღეც იწყება
????ხიხანის ზღაპრული ციხე- სადაც უბრალოდ მუნჯდები, სადაც თავი მითიური ზღაპრების გმირი გგონია, სადაც რეალობის შეგრძნებას კარგავ ! ( ხიხანის ციხე არაა რთული მისადგომი, ფეხით სასიარულო დახლოებით 3 კმ-ია ორივე გზა, თუმცა გასათვალისწინებელია რომ გვეცვას მსუბუქად და სპორტულად ! )
???? შთაბეჭდილებით სავსე ჩამოვალთ ხიხანის ციხიდან და ვნახავთ კიდევ ერთ ბუნებრივ საოცრებას -,,თხილვანას მაცივარს’’
-თხილიანის მაცივარი, აჭარის ყოფის , კიდევ ერთი სასწაული და ბუნებრივი ძეგლი .
????საღამოს კი აჭარული ქეიფი, განდაგანას მუსიკა და მხიარული ღამე გველოდება !
მესამე დღე-
????ვიღვიძებთ ისევ ზღაპრულ სოფელში , ვბარგდებით , და გველოდება გზა თბილისისკენ,
ჩუახევი-ქედა-მახინჯაურის გზა მოიცავს ბუნებრივ და ხელოვნურ საოცრებებს , ულამაზეს ადგილებს და ჩვენი სევდიანი და საამაყო ისტორიის შეგრძნებას !
????მახუნცეთის ჩანჩქერი, და ფოტოსესია ხმაურიან და ხალისიან ჩანჩქერთან!
????დანდალოსა და ფურტიოს ისტორიული, თაღოვანი ხიდები, ქართული არქიტექტურის შედევრები!
????გზად შევჩერდებით საპიკნიკედ და ემოციებით სავსენი დავადგებით თბილისისაკენ მიმავალ გზას...
????პროფესიონალი გამყოლი????
????ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
????ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, 2 ღამე. ( 2-3-4 ადგილიან ნომრებში )????
საუზმე, ვახშამი, რომელიც ინდივიდუალურია, ყველას მიგვაქვს საგზალი და ლანჩ–პაკეტი.????????
შეგვიძლია ადგილზე მოვამზადებინოთ ვახშამი და საუზმე, სასტუმროში ყველა პირობა გვაქვს ამისთვის.
მუზეუმების მოსაკრებელი და საბაგიროს თანხები
????გასვლა თბილისიდან, სასტუმრო რედისონიდან ღამის 02:00 საათზე.
????გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწვსიტყვაობთ
ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები :D ))
მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები ^_^ (ისევ ფოტოებისთვის ^_^ )
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში !
◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾
- ბაკური
ნიკა
მერაბი
????ს. ჩიქოვანის N4. (ხილიანი)
თბილისი, საქართველო
აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ
ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
- გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
- მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
- მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
- პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.