თუშეთი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შენც ნახე თუშეთი !
მოწყდი დამღლელ რეალობას , ზღაპრული თუშეთი გელოდება!
რეგულარული ჯიპ ტურები სრული სეზონის განმავლობაში
უნიკალური რელიეფი და თვალწარმტაცი ხედები
კარვებით ან სასტუმროებით- თქვენი სურვილისამებრ.
3 დაუვიწყარი დღე!
მარშრუტი: თბილისი ომალო შენაქო დიკლო დართლო კვავლო დანო ჭეშო ფარსმა
გირევი დოჭუ ბეღელა ალისგორი ჯვარბოსელი ვეძისხევი თელავი თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება- დელიკა.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი:
თბილისი, რუსთაველი (ველოსიპედის ძეგლის წინ); დილის 04:00 საათი.
????ტურის დეტალური აღწერა:
????პირველი დღე:
მოვინახულებთ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.
????გასვლა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით. სადილი აბანოს უღელტეხილზე; ომალო. დაბინავება სასტუმროში (ერთი საათით შესვენება). გაღმა თუშეთი - სოფელი შენაქო; მცირე საფეხმავლო ტური ძველი დიკლოს მიმართულებით; დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: დიკლოში 5 კმ .
P.S ცუდი ამინდის შემთხვევაში გაღმა თუშეთში არ გადავდივართ.
????მეორე დღე:
????ომალო - დართლო - კვავლო - დანო- ჭეშო - ფარსმა - გირევი
მეორე დღეს ნახავთ სოფლებს: ზემო ომალო, (კესელოს ციხეები), დართლო, კვავლო, დანო - ჭეშო - ფარსმა, გირევი.
საუზმე სასტუმროში; ექსკურსია ძველ ომალოში კესელოს კოშკები და მუზეუმი; გამგზავრება პირიქითა თუშეთში; დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი. სადილი დართლოში. დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 3 კმ.
სოფ. გირევში 1 კმ.
????მესამე დღე:
ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ილიურთა - ომალო - თელავი - თბილისი
საუზმე სასტუმროში. ამის შემდგომ მოვინახულებთ ულამაზესი გომეწრის ხეობის სოფლებს, კერძოდ: ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ სოფელს ბოჭორნა(2350მ) დოჭუ, ბეღელა, ალისგორი, ვეძისხები, ჯვარბოსელი,
სადილი ომალოში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით; დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ფეხით სავალი:
სოფ. დოჭუ 4 კმ
????სასტუმროთი-
????კარვებით-
????ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის მანქანებით.
????საოჯახო ტიპის კეთილმოწყობილი სასტუმრო.
????პროფესიონალი და გამოცდილი გამყოლი.
----------------------------------------------
- ბაკური
შაკო (რანგო)
ნიკა
მერაბი
????ს. ჩიქოვანის N4. (ხილიანი)
თბილისი, საქართველო
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.