კაბადოკია

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Arild Vågen · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა5
ტურის ტიპიზაფხულის ტურები
ID53370

ტურის შესახებ

მხოლოდ ჩვენთან ყველაზე
იაფად საქართველოში !!!

***ულამაზესი კაბადოკია და სუმელა*** 5 დღე ( 4 ღამე )

***ასევე გთავაზობთ ყველაზე იაფად ტურისტულ მოგზაურობას და ავიაბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით***

კაბადოკიაში მოგზაურობა პირველებმა დაიწყო ჩვენმა პარტნიორმა ტურისტულმა კომპანიამ და ასევე საქართველოში ყველაზე კომფორტული პირობებით და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად რაც ძალიან გვეამაყება რომ 8000 მგზავრზე მეტ მგზავრს მოემსახურა !

საქართველოში ყველაზე გამოცდილ სამოგზაურო პირობები !

*****ივლისი*****

*****აგვისტო*****

*****სექტემბერი*****

გასვლა თბილისიდან ***** 06.00
სასტუმრო რედისონი

გასვლა ქუთაისიდან *****

გასვლა ბათუმიდან ***** 13.00

✔მგზავრობა ავტობუსით
✔გიდის მომსახურება
✔შიდა გადაადგილება
✔დილის საუზმე (შეუზღუდავი)
✔ 3 *** ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება
✔ფოტოგადაღება

>>>საღამოს ვახშამი
>>>მუზეუმების მოსაკრებელი ჯამში 100 ლირა
>>>საჰაერო ბუშტით ფრენა
( ერთ ადამიანზე )

ტურზე მოცემულ ყველა ღირსშესანიშნაობას ნახავთ გიდთან და გამყოლებთან ერთად, თუმცა თავისუფალი დროის მიღმა ნუ შეიზღუდებით და შეუშინდებით უცხო გარემოს, დამოუკიდებლად ისეირნეთ კაბადოკიის ქალაქების თუ სოფლების ულამაზეს ქუჩებში.

რომანტიული შეგრძნებების მოყვარულებს კი ულამაზესი მოგზაურობა გელოდებათ
მიმდინარე წელსაც იგივე ფასად და იგივე კომფორტული შემართებით
გააგრძელე #ფერადი #დღეების ისტორია
გპირდებით, რომ ტური იქნება
დაუვიწყარი მოგონება თქვენს ცხოვრებაში.❤

⏩აუცილებელია აიდი ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი

გასვლა თბილისიდან ***** 06.00
სასტუმრო რედისონი

გასვლა ქუთაისიდან *****

გასვლა ბათუმიდან ***** 13.00

• 13:30 - 15:00 საბაჟო პროცედურები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.

• 17:00-19:00 სუმელას მონასტერი — IV-V საუკუნის მართლმადიდებლურიმონასტერი ტრაპიზონთან ახლოს. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი.
სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.

• 19:00-07:00 გასვლა გორემესკენ, 900 კილომეტრი. 12 საათი მგზავრობა.
დღე მეორე
• 10:00 ჩასვლა Kapadokya
• 10:00-12:00 სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.თავისუფალი დრო.
•14:00-.შოპინგი, შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ , კვადროციკლის ტური, ცხენებით გასეირნება და ა.შ. , მოტოციკლეტის 100 ლირას, კვადროციკლის 140 ლირას, ცხენის 150 ლირას.
• 17:00 ფეხით გასეირნება, ქუჩების, მაღაზიების, სახელოსნოების დათვალიერება. კაპადოკიის გული დღეს გორემე და ურგუპია, აქაა თავმყორილი საუკეთესო სასტუმროები, აქაა ყველაზე მეტი ტურისტული კომპანიები საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ.
საღამოს ავდივართ ყველაზე მაღალ ადგილას და ვტკბებით მზის ჩასვლით.
დღე მესამე
• დილით გასვლა 10:00 საათზე :
• 14:00-16:00 ფაშაბაღი-ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. 12- ზოგი ცნობით კი 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).
• 16:00-19:00 თავისუფალი დრო
• 19:00-21:00 Uchisar/Kapadokya უჩისარის ციხესიმაგრე, მზის ჩასვლის ნახვა ციხედან.-უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება იყო.
• 21:00- დაბრუნება სასტუმროში. თავისუფალი დრო
დღე მეოთხე
• 10:00 საათი - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში, ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა ...
• 12:00-14:00 ქალაქი Ürgüp / Cappadocia ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. შესვლა უფასოა.
დღე მეოთხე
•16:00 გამომგზავრება კაბადოკიიდან სარფის მიმართულებით
დღე მეხუთე
23:00 თბილისში დაბრუნება

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.