national delicacy

აბუდელაურის ფერადი ტბები

  • ID: 53338
  • ნახვები: 2154
complogo
ეკოლენდი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/19
    დაბრუნება
    • 30/06/19
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ღირებულება: 30 ლარი
ტურის სახეობა: სათავგადასავლო,

საშუალოდ რთული მარშრუტი
ტურის ხანგრძლივობა:1 დღე

ღირებულებაში შედის:
-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
-ფოტო-ვიდეო გადაღება
-ქართულენოვანი გიდი

კომპანიისგან საჩუქრად:
-წყალი

ღირებულებაში არ შედის:
-კვება

ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი: 220 კმ
ფეხით გასავლელი სრული მანძილი:15 კილომეტრი
---სირთულე: საშუალო / რთული

06:30 - შეკრების დრო
07:00 - გამგზავრება პირაქეთა ხევსურეთის მიმართულებით
19:30 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
22:30 - დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული

ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 20
ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 80

ღირსშესანიშნავი ადგილები:
***სოფელი კორშა(ეთნოგრაფიული მუზეუმი)
***სოფელი როშკა
***როშკის ლოდები
აბუდელაურის ფერადი ტბები:
***მწვანე ტბა
***ლურჯი ტბა
***თეთრი ტბა

რეკომენდაცია:
- მოსახერხებელი სალაშქრო ფეხსაცმელი
- საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი
-გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები

სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება
--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.

დამატებითი ინფორმაცია:
---07:00 საათზე თბილისიდან გავემართებით ხევსურეთისკენ, სოფელი როშკის მიმართულებით. სურვილის შემთხვევაში გზად შევჩერდებით ჟინვალის წყალსაცავთან და სოფელ კორშაში. სოფელში შეგვიძლია მოვინახულოთ ხევსურული ყოფა-ცხოვრების ამსახველი პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმი (მუზეუმში შესვლა არის უფასო).
---11:00 საათისთვის ჩავალთ სოფელ როშკაში (ზღვის დონიდან 2000 მეტრი). ულამაზესი სოფელი როშკა ქართულ მითოლოგიაში დევების სამჭედლოდ არის მოხსენიებული. უძველესი ლეგენდის თანახმად სოფლის გარშემო მიმობნეული უზარმაზარი კლდის ნატეხები დევების სამჭედლოდან ანასხლეტი ლოდებია.
---სოფლიდან გზას ფეხით გავაგრძელებთ. მთელი დღის განმავლობაში მრავლად შეგვხვდება ულამაზესი მთები, გზად მიმოფანტული უზარმაზარი ლოდები და აყვავებული მარადმწვანე მცენარე დეკა. მცენარის ფოთლების ნაყენს აქვს სამკურანალო თვისებები. მიღება დასაშვებია მცირე რაოდენობით. ნაყენისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი.
---რამოდენიმე საათის შემდეგ ჩვენ თვალწინ გადაიშლება პირველი აბუდელაურის ფერადი მწვანე ტბა. (ზღვის დონიდან 2610 მეტრი) მცირე მანძილის გავლის შემდეგ კი აბუდელაურის მეორე ფერადი ლურჯი ტბა.(ზღვის დონიდან 2610 მეტრი). სოფელ როშკიდან აბუდელაურის მწვანე და ლურჯ ტბებამდე გასავლელი მანძილი გახლავთ 6 კილომეტრი. სირთულე-საშუალო.
---ლურჯ ტბასთან შევისვენებთ, დავტკბებით ენით აღუწერელი სილამაზით და გვექნება პიკნიკი. რის შემდეგაც გავაგრძელებთ გზას და მივალთ მესამე ტბასთან: აბუდელაურის თეთრი ტბა. (ზღვის დონიდან 2830 მეტრი). მდებარეობს ჭიუხებთან ძალიან ახლოს. სამივე ტბა საზრდოობს თოვლის, მყინვარის და წვიმის წყლებით. მაქსიმალური დონე აქვთ ზაფხულში, მინიმალური ზამთარში. ლურჯი ტბიდან თეთრ ტბამდე გასავლელი მანძილი გახლავთ 1.5 კილომეტრი. სირთულე-რთული.
---თეთრი ტბიდან დაღამებამდე დავბრუნდებით სოფელ როშკაში და დადებითი ემოციებით დატვირთული გამოვემგზავრებით ჩვენი საყვარელი დედაქალაქისკენ. 22:30-23:00 საათისთვის ვიქნებით თბილისში.

თანხის ჩარიცხვა აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც შემდეგ ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი კომპანიის Facebook - ის გვერდზე ან დაგვირეკეთ:
+995 592 11 82 25

558568889

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
ეკოლენდი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/19
    დაბრუნება
    • 30/06/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა