national delicacy

მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი

  • ID: 53312
  • ნახვები: 3497
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/06/19
    დაბრუნება
    • 29/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან გამაგრილებელ ტურს ულამაზეს კანიონებზე.

1. მარტვილის კანიონი (ნავებით გასეირნება)
2. გორდის ბაღი
3. ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი)
4. კინჩხას ჩანჩქერები

✔ კანიონებზე შესასვლელად აუცილებელია პირადობის მოწმობა.

✔ 29 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ფეხით სასიარულო არის მარტივი სირთულის.
- ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა 1,5 კმ. (ვისაც ფეხით ეზარება სიარული ტაქსი შეგიძლიათ იქირაოთ).
- ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი) 720 მეტრი.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
✔ მარტვილის კანიონზე შესასვლელი ბილეთი:
- ზრდასრული - 10.35 ლარი
- არასწრულწლოვანი (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი
- ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - 15 ლარი

✔ ოკაცეს კანიონზე შესასვლელი ბილეთი:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 9.20 ლარი;

✔ კინჩხას ჩანჩქერზე შესასვლელი ბილეთი:რდასრული -
10,35 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5,50 ლარი.

✔ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთნ 6:20 სთ. გავდივართ 6:40 სთ. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. (მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან. ნახევარ საათში ნებისმიერი მეტროსადგურიდან შეძლებთ მოსვლას).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ რიკოთზე.
✔ კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, დღის მეორე ნახევარში, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

✔ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

✔ ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.

✔ კინჩხას ჩანჩქერი - ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/06/19
    დაბრუნება
    • 29/06/19