national delicacy

რაჭა - ცხრაჯვარი, შაორი, ნიკორწმინდა, სიყვარულის ჩანჩქერი

  • ID: 53077
  • ნახვები: 6033
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/06/19
    დაბრუნება
    • 23/06/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 23 ივნისს ერთი დღით მსოფლიოში ყველაზე სწრაფების ქვეყანაში მიემგზავრება. ცხრაჯვარზე ვნახავთ ულამაზეს ბუნებასა და თვალწარმტაც ხედებს, გავიცნობთ "სხარტ" რაჭველებს, დავტკბებით შაორის სილამაზით და ჩვენც შევასხამთ ქებათა ქებას ნიკორწმინდას. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ნაქერალის უღელტეხილი, ზ.დ. 1218 მ. — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე.
2. ცხრაჯვარი - ულამაზესი ხედები რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთზე. ზ.დ. 1569 მ.
3. შაორის წყალსაცავი, მშვენიერი სივრცე ფოტოესესიისთვის.
4. ნიკორწმინდა - მე-11 ს. ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
5. ბარაკონი - 1753 წ. ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
6. ქვაბთკარი, სიყვარულის ჩანჩქერი ♥ ლეგენდის თანახმად ამ გამოქვაბულში შესვლა "გაუთხოვრობას" შველის.

✔ 23 ივნისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ცრხაჯვარზე - ჯამში 9 კმ. მარტივი რელიეფი (ორხიდიანის გზა და საფეხმავლო ბილიკი).

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ნაქერალის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე. სიმაღლე 1218 მ. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის — ტყიბულ — ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.

✔ ცხრაჯვარი - არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

✔ შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ².

✔ ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. მე-10 საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს.

✔ ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/06/19
    დაბრუნება
    • 23/06/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა