national delicacy

ხარაგაული 2019

  • ID: 53004
  • ნახვები: 3055
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/08/19
    დაბრუნება
    • 18/08/19
დამატებითი ინფორმაცია

????ორგანიზატორი: მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''????

 

???????? ⛰ლაშქრობის ლოკაცია: იმერეთი-ხარაგაული

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი,ხარაგაულის მხრიდან.

 

????სიაში ჩასაწერად

✍️მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე

????555 933-859 გიორგი

 

????ლაშქრობის თარიღი: 16-17-18 აგვისტო

 

⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:

მოცემული დრო გახლავთ გასვლის დროები ასე რომ დანიშნულების ადგილზე მობრძანდით რამოდენიმე წუთით ადრე❗️

 

➡️რუსთავი

შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.

გასვლის დრო-04:00 საათი.

 

➡️თბილისი

შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.

გასვლის დრო- 05:00 საათი

 

????დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი❗️

 

☢️ლაშქრობის სახეობა : სათავგადასავლო

 

⏳ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე

 

????ლაშქრობის სირთულე: რთული

 

????ფეხით გასავლელი მანძილი: max. 36 კმ (ჯამურად)

 

????მოსანახულებელი ადგილები:????

✅ხარაგაული

✅სოფ.მარელისი

✅ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი♻️

✔️ხერგილი

✔️ნაკოდის ჩანჩქერი

✔️სახულარი(ნასოფლარი)

✔️შერთული (მაისუროვის ბაღი)

✔️ჭიშკარა

✔️რკინის ჯვარი

✔️სამეცხვარეო

✔️ტბა

✔️სტეფურის ჭალა

 

????ლაშქრობისათვის აუცილებელი და სასურველი ნივთები:

????საძილე ტომარა

????ქვეშსაგები-პარალონი

????სალაშქრო ჩანთა

????3 დღის სამყოფი საკვები

????არაერთჯერადი მოხმარების ჭიქა,თეფში,ჩანგალი-კოვზი

????გამოსაცვლელი ტანსაცმელი-ფეხსაცმელი

????თბილი მოსაცმელი

????პირადი ჰიგიენის ნივთები

⚠️აუცილებლად იქონიეთ თან პირადი პირველადი დახმარების აფთიაქი მითუმეტეს თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას.

????სასურველია საწვიმარი

????სასურველია ფანარი

 

????‍♂️რა საკვები წამოიღოთ ლაშქრობაში❓

მაგ: ძეხვი, პაშტეტი, მდნარი ყველი, შაშხი; ტკბილეული;

(პირველი დღისათვის ყველაფრის წამოღება შეგიძლიათ რაც გაგიხარდებათ,რადგან ღამის სათევამდე ტრანსპორტით გადავაადგილდებით და არ მოგიწევთ ზურგით ტარება)....

 

????ლაშქრობის ღირებულება: 100 ლარი

 

????ღირებულებაში შედის:

✅მგზავრობა მიკროავტობუსით

✅მგზავრობა სამ ხიდიანი ტრანსპორტით

✅გიდი

 

❌ღირებულებაში არ შედის:

კვება

ღამის სათევი აღჭურვილობა (საძილე,ქვეშსაგები-პარალონი)

 

????თუ არ გაქვთ ღამის სათევი აღჭურვილობა ან რომელიმე ნივთი რაც გჭირდებათ ამ ლაშქრობისათვის და ვერ შოულობთ,შეგვატყობინეთ შევეცდებით დაგეხმაროთ შოვნაში თუ ჩვენი კლუბის მარაგი ამ დროისათვის ამოწურული იქნება...

 

⚠️თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე

 

????საბანკო რეკვიზიტები:

BG (საქართველოს ბანკი) - GE26BG0000000131415457

მიმღები: გიორგი შარიქაძე

 

????დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ლაშქრობა ხარაგაულში.

????თანხის გადმორიცხვის შემდგომ აუცილებლად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ივენთში აღნიშნულ ნომერზე.

????სიაში ჩაწერისა და თანხის გადმორიცხვის ბოლო თარიღი 13 აგვისტო!

 

????შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას❗️

 

⚠️გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.

 

????იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს❗️????

 

✔️ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს ????‍♂️

✔️გადაადგილებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს

✔️ლაშქრობაში აკრძალულია დიდი რაოდენობით ალკოჰოლი

გასვლამდე გადამოწმდება აუცილებლად ალკოჰოლის რაოდენობა....

✔️სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ???? ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები

✔️არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში

✔️ არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით

✔️არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,სპორტზე ყველა იმ თემაზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს კამათი,ყაყანი,დაპირისპირება და ა.შ.

✔️არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად

✔️არ ვეწევით ტრანსპორტში

 

⚠️ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში კლუბი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევ პირზე,პიროვნება ეთიშება ლაშქრობას.

სამომავლოდ კი იგი მოხვდება ჩვენს შავ სიაში და ვეღარასდროს ილაშქრებს ჩვენთან ერთად...

 

⚖️კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით❗️❗️❗️

 

⚠️ლაშქრობის ორგანიზატორს აქვს უფლება ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს-შეწყვიტოს ლაშქრობა და დააბრუნოს ჯგუფი უკან ფორს-მაჟორულ სიტუაციის შემთხვევაში (მაგ: თუ ლაშქრობის რომელიმე მონაწილეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და მას აღარ შეეძლება ლაშქრობის გაგრძელება,თუ ლაშქრობის რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე,თუ სალაშქრო ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი და ა.შ.)

 

????ტურის მოკლე აღწერა:

⭕️16 აგვისტო

გავემგზავრებით ხარაგაულში და გადავსხდებით სამ ხიდიან ტრანსპორტში.

ამ სამ ხიდიანით გავივლით დაახლ. 18კმ-ს და ავალთ პირველ ღამის სათევამდე სახულარამდე და დავბინავდებით იქ არსებულ ქოხებში,სურვილისამებრ კარვებში.

დავათვალიერებთ იქაურობას,შერთულს,მაისუროვის ბაღს და ა.შ.

 

⭕️17 აგვისტო

დილით გავემართებით სამ ხიდიანი ტრანსპორტით რკინის ჯვრის მიმართულებით.

მანქანა აგვიყვანს ჭიშკარამდე,შემდგომ კი მოგვიწევს გზის ფეხით გაგრძელება დაახლ. 8 კმ. გავლის შემდგომ ავალთ რკინის ჯვარზე.

იქაურობის დათვალიერების შემდგომ გავემართებით სამეცხვარეოს მთისაკენ.

სამეცხვარეო გახლავთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უმაღლესი მთა.

რკინის ჯვრიდან სამეცხვარეომდე დაახლ.9 კმ. გახლავთ დაშორება და ღამეს გავათევთ იქ არსებულ კოტეჯში,სურვილისამებრ კარვებში.

 

⭕️18 აგვისტო

სამეცხვარეოდან დილით გამოვემართებით სახულარის მიმართულებით.

გზად გავივლით და მოვინახულებთ ტბას და სტეფურის ჭალას. სახულარში დაგვხვდება სამ ხიდიანი ტრანსპორტი,რომელიც ჩაგვიყვანს უკან ხარაგაულში,ხარაგაულში ჩასვლის შემდგომ კი გამოვემართებით ქალაქისაკენ.

სამეცხვარეოდან სახულარამდე ამ ბილიკის გავლით გახლავთ დაახლ. 19 კმ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე100.00
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/08/19
    დაბრუნება
    • 18/08/19