national delicacy

ლავანდების პლანტაცია, სიღნაღი, ბოდბე

  • ID: 53002
  • ნახვები: 9595
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/06/19
    დაბრუნება
    • 16/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში, კერძოდ ლავანდების პლანტაციაში.

ლავანდა - ეს არის იისფერის ზღვა და მშვენიერი არომატი. ლავანდა - სურნელი რომელიც ყველგან გაგყვებათ.
მსოფლიოში განთქმული პროვანსის ლავანდის ველების მონახულება ყველას ოცნება არის. და აი, დღეს უკვე ქიზიყში შესაძლებლობა გვაქვს ვიხილოთ პირველი და ერთადერთი ლავანდის პლანტაცია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

ლავანდების პლანტაცია საუკეთესო ადგილია ფოტოსესიისათვის. ასევე სურვილის შემთხვევაში შეიძენთ ლავანდის ბუკეტებს,ლავანდის პროდუქციასა და ლავანდის სუვენირებს.

1. ლავანდების პლანტაცია 
2. ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს საფლავი, მე-4-9 ს.ს.
3. წმ. ნინოს სასწაულმოქმედი წყარო
4. სიღნაღის ციხე-გალავანი, მე-18 ს. (გავისეირნებთ გალავანზე სპეციალურად მოწყობილ კიბეებსა და მოაჯირზე, ავალთ კოშკებში და დავტკბებით ულამაზესი ხედებით კავკასიონზე, ალაზნის ველებზე და ა.შ.).
5. გასეირნება სიღნაღში - თავისუფალი დრო.

✔ 16 ივნისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

✔ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:45 სთ. გავდივართ 9:00 სთ.( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
✔ ლავანდების პლანტაციაში შესვლის ღირებულება - ერთ პერსონაზე - 4 ლარი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  555 40 76 50 ანი

✔ ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 საუკუნეები. წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან მე-8-9 საუკუნეებში მიიღო. მე-12 საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი. მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად. შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო. 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.

✔ ბოდბის წმიდა ნინოს წყარო. გადმოცემის მიხედვით, ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს. აქვეა წმინდა ნინოს მშობელთა, ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი.

✔ სიღნაღი (თურქ. sığınak, თავშესაფარი). სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/06/19
    დაბრუნება
    • 16/06/19