national delicacy

ერთდღიანი ტური იმერეთში 50 ლარად... პრომეთეს მღვიმე-სათაფლიის მღვიმე-გელათი-მოწამეთა-ბაგრატის ტაძარი..

  • ID: 52873
  • ნახვები: 2830
complogo
GEORGIAN TRADISHEN TOURS
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/06/19
    დაბრუნება
    • 10/07/19
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ ერთდღიან  ტურს იმერეთში, მოიწყეთ ერთი ლამაზი დასვენების დღე და ეწვიეთ იმერეთის უმშვენიერეს და დაუვიწყარ ადგილებს როგორიცაა: 1) პრომეთეს მღვიმე, კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავისსიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით.[1]გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი.[2] მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა.

2) სათაფლიის მღვიმე: 

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-დალავლეთით, 6 კილომერტის დაშორებით. იგი მდებარეობს სამგურალის გორაზე, ზღვის დონიდან 360 მ სიმაღლეზე. სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს“. სახელწოდება წარმოიშვა სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან. ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს, გეოლოგიური, პალეონთოლოგიური, სპალეოლოგიური და ბოტანიკური მონუმენტების დასაცავად. ვიზიტორებს შეუძლიათ ფეხით დაათვალიერონ სათაფლიის მღვიმე, რომელის სიგრძით 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრია, ხოლო სიგანე 12 მეტრი.

იგი აღმოჩენილი იქნა 1925 წელს, ქუთაისელი მკვლევარისა და პედაგოგის - პეტრე ჭაბუკიანის მიერ. ღვიმის შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრის დშორებით არის გუმბათის ფორმის დარბაზი, ხოლო 150 მეტრის დაშორებით - ე.წ „დამდნარი სასაფალო“. მღვიმე მორთულია ფერადი ნათურებით, რომლებიც ანათებენ გასაოცარი სილამაზის სტალაქტიდებსა და სტალაქმიტებს. სათაფლიის ნაკრძალის ტერიტორიაზე არის ასევე დინოზავრის ნაკვალები. მინის პლათფორმიდან შეგიძლიათ დატკბეთ ბენებრივი ნაკრძალის მომაჯადოებელი ხედებით...

3) გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელისხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოსმსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს..

4) მოწამეთას მონასტერი და ასევე ბაგრატის ტაძარი....

ტური უნდა შედგებიდეს 7 ადამიანისაგან... გასვლის დრო და ადგილი შეთანხმებით... დროში არ შეგზღუდავთ... დამიკავშირდით: 555 13 00 05 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
GEORGIAN TRADISHEN TOURS
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/06/19
    დაბრუნება
    • 10/07/19