ტანას ხეობის სილამაზე
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????????????????ვისაც უყვარს ლამაზი ბუნება, ნაძვნარი, ტყეები და კლდოვანი, უცნაური ქანები, გარწმუნებთ ამ სილამაზით ნამდვილად დატკბებით.
გზად ვნახავთ მიწიდან ამოსულ მინერალურ წყლებს.
????????ვნახავთ ჩვენთვის უცნობ და ნაცნობ მე-6 მე-7 საუკუნიდან მოყოლებულ ძეგლებს:
-ბოშურის
-ბობნევის
-წეროსხევის
-ფეტვისხევის
-კვირაცხოვლის
-დიდ და პატარა ატენის ტაძრებს და მონასტრებს.
რაც ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენში, ეს არის შუა საუკუნეების უნიკალური კედლის მხატვრობა.
(ფოტოების ნაწილს ავტვირთავ მიმოხილვაში)
????მე მინდა ეს საოცარი ადგილები ყველამ ნახოს, პირადად მე აღფრთოვანებული ვარ ნანახით.
????მსგავსი ამწვანებული???? სილამაზე და განსხვავებული სანახაობა არსად მეორდება საქართველოში.
დილით 8:00 საათზე
????????????????????????????????ტური არის მარტივი. შეგიძლიათ წამოიყვანოთ ბავშვები.
????????ფეხით გასავლელი მანძილი საერთო ჯამში გვექნება დაახლოებით 3-4 კმ.
????????ჩავიცვათ სპორტული ან სალაშქრო ფეხსაცმელი. თან ვიქონიოთ საწვიმარი, მზისგან დამცავი ქუდი და სათვალე.
????????????????????????????????თან წამოიღეთ ცოტ-ცოტა საჭმელ-სასმელი.
????????შეზღუდვები ჩვენთან არ არსებობს, ყველა ვემორჩილებით ადამიანურ წესს და კანონს ;)
თანხა უნდა გადავიხადოთ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემდეგი თანმიმდევრობით:
1. თანხის შეტანა ანგარიშზე ან ანაბარზე
2. ფიზიკური პირისთვის
3. მიმდინარე და საბარათე ანგარიში
4. პირადი ნომერი ---63 -ანგარიშის მფლობელი ბესიკ.ტ.
ჩარიცხვისას ან დეტალებზე მომწერეთ პირადში,
ან დამირეკეთ
Tel:
არ გამოტოვოთ ამ სილამაზის საკუთარი თვალით ნახვა
შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
- გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
- სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.