აბუდელაურის ფერადი ტბები
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
●ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
●ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას და გამყოლის მომსახურებას
●საკვები მოგვაქვს სახლიდან ვისაც რა გვსურს და ვაწყობთ ერთიან პიკნიკს
●ფეხით გასავლელი მანძილი სულ:
17-18 კმ ორივე გზა.
(უამინდობის , უგზოობის შემთხვევაში შეიძლება +- 2-3 კმ დაგვემატოს, თუ მარშუტკა ვერ ავა სოფელ როშკამდე იმ შემთხვევაში)
●ლაშქრობის სირთულე: საშუალოზე მარტივი
●ღირსშესანიშნაობანი:
სოფელი როშკა
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის ტბები :
მწვანე ტბა
ლურჯი ტბა
თეთრი ტბა
ხედები ჭიუხებზე, პირაქეთ ხევსურეთზე და არა მარტო...
რამდენიმე ლეგენდა/მითი/ანდრეზი შემიძლია მოგიყვეთ ხევსურული მითოლოგიიდან...
ამინდი: მრავალმზიანი ,უხვხედიანი
შედგება მიუხედავად ამინდისა.
ფინანსური მხარე:
______________
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: აბუდელაური, თქვენი სახელი და გვარი
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს ნომერზე
გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!
საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
5. ვირტუალური დაგროვებითი ბარათი (ამაზე ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ დეტალურად)
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ