national delicacy

ნოქალაქევი, მარტვილის კანიონი, დედამოკა და ა.შ.

  • ID: 52657
  • ნახვები: 7274
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/06/19
    დაბრუნება
    • 09/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“ გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და ისტორიულ ტურს სამეგრელოში.

ვესტუმრებით ბუნების ძეგლს მარტვილის კანიონს, სადაც გავისეირნებთ ნავებით,  შემდეგ დადიანების ულამაზეს ბაღში გვექნება ფოტოსესია და რაც მთავარია ტურის კულმინაცია - ვიმოგზაურებთ უძველეს ეპოქაში - ნოქალაქევში. აქ მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. შემდეგ კი (ვის რომელი გესიამოვნებათ ) ვიჭყუმპალავებთ ცხელ გოგირდის ჩანჩქერსა და ცივ მდინარე ტეხურში. 

1. მარტვილის კანიონი (ნავებით გასეირნება)
2. სალხინო - დადიანების რეზიდენცია
3. ნოქალაქევი - ციხეგოჯი (ქუჯის ციხე). პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“. - არქეოლოგიური მუზეუმი, გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს ნანგრევები, ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია მე-5 ს. და ა.შ.
4. დედამოკა - ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლები

⚠️ კანიონზე შესასვლელად აუცილებელია პირადობის მოწმობა.

ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.

✔ 9 ივნისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი

ფეხით სასიარულო 1კმ. ნოქალაქევის გოგირდის ცხელ წყლებთან ჩასასვლელი (ჯიპის გზა).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
✔ ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთის საფასური 5 ლარი. ამ თანხაში შედის ეზოსა და მუზეუმის დათვალიერება. ჯგუფი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ავიყვანოთ გიდი, რომელიც მოგვიყვება ისტორიებს და აგვიხსნის ნივთების შინაარს. ჯგუფის შემთხვევაში გიდის მომსახურეობას ერთ ადამიანზე მოუწევს 1 ლარი. სტუდენტებსა და მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება.

✔ მარტვილის კანიონი:
- ზრდასრული - 10.35 ლარი
- არასწრულწლოვანი (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი
- ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - 15 ლარი

✔ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:40 სთ. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში.
(მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან. ნახევარ საათში ნებისმიერი მეტროსადგურიდან შეძლებთ მოსვლას რუსთაველზე).

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ რიკოთზე.
✔ კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, დღის მეორე ნახევარში, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

✔ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

✔ სალხინო - დადიანების სასახლე
სასახლე ლევან დადიანისეულია. 1825-1826 წლებში აქ ხის უბრალო ოდა მდგარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო დასაბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სალხინოში მოხვედრილ სტუმარს ხეების დიდი ხეივანი, გაშლილი მინდორი, მოსასვენებელი სკამებით სავსე პარკი და ეკლესია ხვდება.

✔ ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“). აქ მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. მე-16 საუკუნეში, აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.
ა) ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი
ბ) ნაქალაქარი: გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს
ნანგრევები და ა.შ.
გ) ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია V ს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/06/19
    დაბრუნება
    • 09/06/19