პირველად ტური ქუთაისიდან თუშეთში ივლისიდან
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
პირველად სამდღიან ტური თუშეთში ქუთაისიდან წარმოუდგენელ ფასად!
▪ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე.
შეკრების ადგილი: ქუთაისის რკინიგზის სადგური 05:30 საათი
დაბრუნება ქუთაისში:23:00
მარშრუტი:
დღე 1
აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.)
ვიზიტორთა ცენტრი.
ომალო (საოჯახო სასტუმროში დასვენება)
დიკლო
სასტუმრო მირგველაში
დღე 2
ძველი ომალო (კესელოს კოშკები)
დართლო (თუშური ტრადიციული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში)
კვავლო
ფარსმა
გირევი
მირგველაში დაბრუნება
დღე 3
ბოჭორნა (ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი. 2345 მ. )
დოჭუ;
ალავერდის ტაძარი
გამომგზავრება ქუთაისის მიმართულებით
1 პერსონა . ღამისთევა საოჯახო სასტუმროში კვების გარეშე.
1 პერსონა . ღამისთევა საოჯახო სასტუმროში კვებით
ტრანსპორტირება
ქუთაისი-თბილისი-ქუთაისი (მინი ვენი ან მარშუტკა) და შემდეგ ჩვენთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპი თბილისი-თუშეთი-თბილისი (MITSUBISHI DELICA 4x4)
გამოცდილი მძღოლი
გამოცდილი გიდი
გასათვალისწინებელი ფაქტორი:
???? თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა აკრძალულია!
ტური შედგება მინიმუმ 7 პერსონაზე
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.