national delicacy

მოირონინე ალევის ოქროსკარიანი სამება (ორდღიანი ლაშქრობა)

  • ID: 52192
  • ნახვები: 4364
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/06/19
    დაბრუნება
    • 02/06/19
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი 1-2 ივნისს, გთავაზობთ ორ დღიან ლაშქრობას ალევის სამების მოსანახულებლად ♥
(წრიული)

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 07:15სთ
გასვლა: 07:30 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:
1. სოფელი კადოეთი
2. ალევის სამების მონასტერი - ცნობილია ოქროსკარიანი სამების სახელით
3. ხედები ოკუპირებულ ქსნის ხეობაზე
4. ხედები ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალისა და ნარეკვავის წყალსაცავებზე ( დანარჩენ საქართველოზე)

დეტალური აღწერა:
პირველ დღეს ანანურამდე მივდივართ ჩვენი ტრანსპორტით საიდანაც ვიწყებთ ლაშქრობას ტყის ბილიკით სოფელ კადოეთამდე სადაც ვშლით კარვებს და ვბანაკდებით ულამაზეს ადგილზე(1500 მ.ზღ.დ), ულამაზესი ხედებით. წყალი საბანაკეზე არის... (იმედია არ დაშრება ;) )

მეორე დღეს დილით ადრე ავშლით ბანაკს და გავემართებით მონასტრისკენ (5კმ). გზად გვექნება წყლის მარაგის შევსების საშუალება. მონასტერი მდებარეობს მთის თხემზე ზღვის დონიდან 1950 მეტრზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ოკუპირებულ ქსნის ხეობაზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი),
მონასტრის მოლოცვისა და ხედებით ტკბობის შემდეგ უკან ვბრუნდებით ციხისძირის გავლით (დაღმართი ;) 7კმ ), სოფელ ქაისხევში დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი, რომელიც დაგვაბრუნებს დედაქალაქში ♥


მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 12 კმ.



ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 40 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 336 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. ;)

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥

ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)

საჭირო აღჭურვილობა:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო ფეხსაცმელი, სათვალე, კეპი. მზისგან დამცავი კრემი, საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;)

და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ;)

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/06/19
    დაბრუნება
    • 02/06/19