national delicacy

ძამას ხეობა - ბატეთის ტბა, მზოვრეთი, ყინწვისი

  • ID: 52099
  • ნახვები: 5143
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/05/19
    დაბრუნება
    • 25/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 25 მაისს მდ. ძამას ხეობაში მიემგზავრება. მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით 2150 მ. სიმაღლიდანდან. ხეობაში წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე ერთმანეთს ერწყმის. საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული.
2. მზოვრეთი - ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები. ეს საოცრება ყველამ უნდა ნახოთ, ყველამ მოასწროთ, რადგან სულ მალე შეიძლება გალავნის შიდა ტერიტორია დაიხუროს მომლოცველებისთვის. აქ ყველაფერი განსხვავებულია და ლამაზია. ეს ადგილი საქართველოში ბერ-მონაზონთა სიმრავლით გამოირჩევა. სიტყვიერად ძნელია ეს ყველაფერი აღწერო, ფოტოებით თავად დარწმუნდებით.
3. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. მსოფლიო დონის უნიკალური ფერწერა, თამარის ფრესკა და ყინწვისის ანგელოზი.
4. კეთილგონიერი ავაზაკის კოშკი. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ერთადერთია საქართველოში. მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი. აქედან იშლება ულამაზესი ხედები ქარელზე.

ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევაგროვებთ დამატებით თანხას, ვიყიდით სამწვადეს, დავანთებთ კოცონს და საქეიფო მაგიდებზე მოვილხენთ ქართულად გემრიელად. თბილი მოსაცმელები არ დაგრჩეთ.

✔ 25 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ბატეთის ტბა - ჯამში 6კმ. ულამაზესი ტყის გზაზე.
მზოვრეთზე - ჯამში 4კმ.
ავაზაკის კოშკი - ჯამში 1კმ.
ყველა ეს მონაკვეთი მიუყვება ორხიდიანის სამანქანო გზას. რთული რელიფი არაა.
ტურის საერთო სირთულე - საშუალო.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები. ნაქალაქარი მძოვრეთი (ზოვრეთი) მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. მე-10 საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. მე-14-17 საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. მე-18 საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად". მე-19 საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 20 მაისს ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.

✔ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

✔ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ერთადერთია საქართველოში. მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი. კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ ლუკას სახარების 23-ე თავშია მოთხრობილი, რომელიც იესო ნაზარეველის თანაჯვარცმულთა სიტყვებს გადმოგვცემს: "ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“. მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/05/19
    დაბრუნება
    • 25/05/19