ფოტო-ტური

ფოტო: Diego Delso · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID51856

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მაშ ასე , ვიწყებთ ახალ მიმართულებას. ფოტო-ტურები.
ეს იქნება სიახლე, სადაც ადამიანები წამოვლენ მხოლოდ და მხოლოდ ფოტოების გადასაღებად. ეს არის პირველი გასვლა ამ მიმართულებით და შემოგვიერთდით ^_^

ფოტოტურის საფასური:

ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას, ფოტოგადაღებას, ყავა, ჩაი , ტკბილეული

არ შედის საკვები: ყველას მოგვაქვს ცოტ-ცოტა და გადაღების შემდეგ ვშლით ერთიან სუფრას ბუნწიაღში

რა არის ფოტო-ტური?
ეს არის გასვლა, სადაც ორიენტირებული ვიქნებით ორიგინალური, ლამაზი და დახვეწილი ფოტოების გადაღებაზე.

რა დამჭირდება ?
გოგონებს: ლამაზი კაბები, შეიძლება ეს იყოს როგორც ნაციონალური სამოსი, ასევე ბუნებასთან ლამაზად შერწყმული. თემას არჩევთ თქვენ თვითონ და მოგაქვთ ის, რაშიც გინდათ რომ გამოეწყოთ
ბიჭებს: ძალიან კარგი იქნება ეროვნული სამოსით, აქსესუარებით ან რომელიმე საყვარელი პერსონაჟის, ან უბრალოდ ლამაზი ფოტოები ჩვეულებრივი სამოსით, არცევანი ტქვენზეა.
ასევე შეგიძლიათ , თუ მაგალითად აკეტებთ აქსესუარებს და მათი წარმოჩენა გსურთ, წამოიღოთ და გადაიღოთ .
მოკლედ ყველანაირი სტილის მორგება და გადაღება შეგვეძლება

ფინანსური მხარე:
______________

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ფოტოტური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს

გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :

მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ

მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.

რა ვნახოთ

  • სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
  • სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
  • ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
  • შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.

მცხეთა: გზამკვლევი
მცხეთა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება მცხეთას?
სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვარი 3–4 საათში ჯდება. შიომღვიმის დამატებით — მთელი დღე.
როგორ ავიდე ჯვრის მონასტერზე?
მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან დაახლოებით 15 წუთია, გზა მოასფალტებულია. ფეხით ასასვლელი მოხერხებული ბილიკი არ არის.
ღირს თუ არა მცხეთაში ღამის გათევა?
თბილისიდან ერთ დღეში ჩამოსვლა ადვილია, მაგრამ საღამოს, როცა ავტობუსები მიდის, ძველი ქალაქი მშვიდდება და ნათებული სვეტიცხოველი ძალიან ლამაზია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი, ძველი ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად შემოივლით. ბავშვებს მოსწონთ ჯვრიდან ხედი და მდინარის ნაპირზე გასეირნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.