ჯუთა, მიწიერი სამოთხე
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ადგილი, სადაც უზომოდ ბედნიერი ხარ .....
სადაც ბუნების სილამაზეს ძლიერად და ემოციურად შეიგრძნობ.
სადაც იმხელა მთებია, კისერი გტკივდება ზემოთ ცქერისგან ^_^
შემოიკრიბე მოგზაურობის მოყვარული მეგობრები და შემოგვიერთდით
საშუალო სირთულე: მარტივი
ფეხით დასაფარი მანძილი: 10-11 კმ
ამინდი:
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)
რა ჩავიცვათ: სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანისამოსი. მთის და ლაშქრობის შესაფერისად. ნელთბილად
რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა, მზის ქუდი, საწვიმარი. თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ შესაბამისი მუსიკალური ინსტრუმენტი, ჩვენ მოგისმეთ ^_^
ტურის აღწერა: დილით 08:00 საათზე ზუსტად გავალთ ხევის მიმართულებით, გზად ვნახავთ სნოს ციხეს და ეკლესიას,. შემდეგ ჩავალთ ჯუთაში და დავიწყებთ ფეხით მარშირებას. დავტკბებით ჭიუხების ულამაზესი მასივით და სუფთა ნოტიო ჰაერით ავივსებთ ფილტვებს ^_^ მივალთ ჭიუხის ძირში, ვნახავთ ჯუთის ჩანჩქერს. ჯუთის ტბას .გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და დავბრუნდებით უკან . სურვილის და დროის ქონის შემთხვევაში უკანგზობას შევალთ ფასანაურის ხინკალზე , ამისთვის დამატებით იქონიეთ მინიმუმ. ...
ფინანსური მხარე:
______________
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ჯუთა
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ (ეს ეხება ისეთ მეგობრებს, ვინც პირველად მოდის ჩვენს ტურზე)
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის :