national delicacy

გუდამაყარი - ლუთხუბი - შავი არაგვის ხეობა

  • ID: 51827
  • ნახვები: 3699
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/19
    დაბრუნება
    • 19/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 19 მაისს ცნობილი ქართველი მწერილსა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის, სამშობლოში მიემგზავრება. ვნახავთ ულამაზეს მთებში ჩაფლულ ხეობებს, მთის კალთებზე შეფენილ სოფლებს, ნასახლარებს, ძველ სალოცავებს, დავტკბებით მშვენიერი ხედებითა და სუფთა ჰერით, ამწვანებული ბუნებით. ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ფასანაურში დავაგემოვნებთ უგემრიელეს ხინკალს.

1. ბაზალეთის ტბა. თქმულების მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, მის შუაგულში კი ოქროს აკვანი დგას, აკვანში წევს მძინარე ყრმა... დადგება დრო, როცა გაიღვიძებს იგი, ადგება აკვნიდან და მხსნელად მოევლინება ქვეყანას, მარადიულ გაზაფხულს მოიტანს დედამიწაზე. ამ თქმულებაზეა დაწერილი ილიას ლექსი „ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო".
2. თეთრი და შავი არაგვის შესართავი. "დაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი, გააფთრებულსა ტალღასა კლდეს რო წაუვლენ თქერანი! შენ თვალს გარიდებ მაშინა, მთებისკე მწადის ცქერანი, უნდომლად მამინდებიან ბედკრულს ბედკრულნი მღერანი." ვაჟა.
3. სოფელი ლუთხუბი (ზღვის დონიდან 1440 მ.). და ღვთისმშობლის ეკლესია (მე-12 საუკუნე).
4. სოფელი ჩოხი (ზღვის დონიდან 1760 მ.). აქ მდებარეობს გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავი პირიმზე ფუძის ანგელოზი.
5. გოდერძი ჩოხელის ნასახლარი.
6. ჩოხის წმ.გიორგის ეკლესია. აქ ინახებოდა პირიმზის ხატი, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლით მოჭედილ და მხედრულწარწერიან ჯვარს წმინდა გიორგის გამოსახულებით. ის 1707 წელს შესწირა თეიმურაზმა, შემდგომში არაგვის ერისთავმა, ფუძის ანგელოზს. პირიმზეში 9-10 ხატობა ტარდებოდა, რომელთაგან უმთავრესი იყო ფუძის ანგელოზობა, რომელიც 30-31 აგვისტოს იმართებოდა.
7. სოფელი დუმაცხო, (ზღვის დონიდან 1560 მ.). ავდივართ მთაზე, სადაც მდებარეობს აფციაურების სალოცავი. აქედან იშლება ულამაზესი ხედები მთელ ხეობაზე.

✔ 19 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში 5კმ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/19
    დაბრუნება
    • 19/05/19