national delicacy

ვანი - გოგირდის აუზები; ჭყვიში, ტაბაკინი, გეგუთი, ვარციხე

  • ID: 51826
  • ნახვები: 7147
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/19
    დაბრუნება
    • 18/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს, ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ, დავბადოთ მგოსნად და უთუოდ - საქართვალოში... იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი."
"დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი, მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით მარად ჩვენ განუყრელი."
"ფიროსმანი ტურები" 18 მაისს იმერეთში, გალაკტიონისა და ტიციანის სამშობლოში მიემგზავრება. ვნახავთ გოგირდის ბუნებრივი სამკურნალო თბილი წყლების აუზებს, მეფეთა სასახლის ნაშთებს, ეგრისის სამეფო ნაქალაქარს, უძველეს მონასტერსა და გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს.

1. ტაბაკინის მონასტერი, მდ. აჯამურას ხეობა. მე-7-8 საუკუნეების წმ. გიორგის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, მე-16 საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი მე-19 საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი).
2. სოფ. ჭყვიში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი. ვნახავთ ულამაზეს ეზოს, კარ-მიდამოს, ძველ ჭას, პატარა ხის სახლს, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა პოეტმა და მეფემ და მის ფანჯრის წინ დღემდე შემორჩენილ იასამანს, რომლით შთაგონებულიც წერდა: "მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს. სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს." დავათვალიერებთ ცალკე მემორიალურ დარბაზსა და ასევე ტიციანის სახლს. ბილეთის ფასი: 1 ლარი.
3. ვანის გოგირდის მინერალური სამკურნალო თერმული წყლების აუზები - პირდაპირ მიწიდან ამომავალი ცხელი წყლების აუზები, რომლებშიც შეგიძლიათ თავისუფლად იბანაოთ. ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება და სამკურნალო თვისებები გააჩნია: შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას. სისუფთავის ზომები შეძლებისდაგავარად დაცულია და ბანაობა უფასოა. წყალში ჩასვლის მსურველებმა წამოიღეთ შესაბამისი გამოსაცვლელები.
4. ვარციხე (როდოპოლისი) - მე-6 ს. ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი. იმერეთის მეფეთა რეზიდენცია. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა.
5. გეგუთის სასახლე - მე-8 ს. იმერეთის მეფეთა რეზიდენცია, სადაც გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ გამოაცხადა თამარ მეფე.

✔ 18 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი.

ფეხით სასიარულო: უმნიშვნელო, ტრანსპორტი მიდის ბოლომდე ყველა ობიექტში.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელი, სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს, ლუკოილის ბენზინ გასამართ სადგურთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში შესვლის საფასური.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ ვარციხე - შუა საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება მე-6 საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. მე-6 საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. მე-9-11 სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით ერთობოდნენ.
✔ ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ მე-8 საუკუნეს ეკუთვნის. ჯუანშერის თხზულების „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს „...წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.“ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი III-ს დროინდელია. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა. სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ კი გაგრძელდა მისი ნგრევა, სასახლის მასალას იმპერიის მოხელეები იყენებდნენ ქუთაისში შენობების ასაშენებლად.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/19
    დაბრუნება
    • 18/05/19