national delicacy

იმერეთი - კაცხი, გორიჯვარი, სამცვერა, მოდინახე მღვიმევი

  • ID: 51669
  • ნახვები: 5332
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/05/19
    დაბრუნება
    • 12/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 12 მაისს იმერეთში, აკაკის სამშობლოში მიემგზავრება. ვნახავთ ჩანჩქერებს, მდინარეებს, ძველ ციხე-სიმაგრეებსა თუ სალოცავებს, საოცარ ხედებს, გავისეირნებთ საბაგიროთი და ა.შ. ტურის გეგმა კი ასეთია:

1. "ღრუბლბში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცისა, შორიდან ასე გგონია, არც მიწისაა არც ცისა. მოდინახე და იცანი, არც შენ ინანებ არც ისა." დიახ ბატონო, ეს მოდინახეს ციხეა, რომელიც მაღალ მთაზე დგას და აქედან იშლება პანორამული ხედები მთელ საჩხერეზე.
2. ⛪ გორიჯვარი - წმ. გიორგის სალოცავი. მდებარეობს მოდინახის ციხის მოპირდაპირე მაღალ მთაზე, ზემოდან გადმოჰყურებს მოდინახესა და მთელ საჩხერეს. ამ ადგილს სხვა ტურებში ვერ ნახავთ :)

3. სოფ. მოხოროთუბანი. 100 მ. სიგრძისა და 120 მ. სიმაღლის ბონდის ხიდი, რომელიც მოხოროთუბანს მეზობელ სოფელ ზოდთან აკავშირებს. ხიდიდან იშლება ულამაზესი ხედები კანიონსა და სოფლებზე.
4. მღვიმევი - კლდეში ნაკვეთი მე-13 საუკუნის დედათა მონასტერი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრამდე ასასვლელი მიხვეულ-მოხვეული კიბის საფეხურები, ბნელი გვირაბი, კლდიდან გამომავალი წყარო და მთავარი მღვიმე-გამოქვაებული, სადაც მდებარეობს ტაძარი.
5. კაცხის სვე­ტი - ბუნების ნამდვილი საოცრება. მნახვევლთათვის დღემდე აუხსნელი რჩება როგორ გამოეყო 45 მეტრის სიმაღლის კლდის სვეტი ვრცელ მასივს. ადრე აქ წარმართული რიტუალები სრულდებოდა, ხოლო შემდეგ ქრისტიანულით შეიცვალა. სვეტის თავზე დღეს მე-10 საუკუნის სვიმონ მესვეტის ტაძარი დგას და აქ მამები ცხოვრობენ. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს მე-6 საუკუნით თარიღდება.
6. სამცვერას ჩანჩქერი - ტურის კულმინაცია, ქართული "ნიაგარა", ერთ-ერთი წყალუხვი, ვრცელი და მქუხარე ჩანჩქერი, მდ. ძუსას ხეობა, წყალზე გაბმული ულამაზესი ხიდი და ფირუზისფერი წყალი.

ამ ყველაფერს კი ერთ დღეში ვნახავთ.

✔ 12 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში 4კმ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ მოდინახეს ციხე - XVIII ს. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

✔ მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII ს .მონასტერი მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს.სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი.

✔ კაცხის სვეტი - სიმაღლე 40 მ. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას. კომპლექსში შემავალი ნაგებიბებია: სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. „გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/05/19
    დაბრუნება
    • 12/05/19