national delicacy

ჭილის ტბა, ხეკორძულას ხეობა, ქვათახევი, ნიჩბისი და ა.შ.

  • ID: 51626
  • ნახვები: 6041
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/19
    დაბრუნება
    • 09/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" გთავაზობთ ერთ დღიან მარტივ სალაშქრო-მომლოცველობით ტურს ჭილის ტბაზე, ხეკორძულასა და კავთურას ხეობებში და ა.შ. ხუთშაბათს, 9 მაისს, ოფიციალურად უქმე დღეს. ვნახავთ ხეებში ჩაფლულ ტბას, ულამაზეს ხედებს თბილისზე, ბუმბერაზ ციხე-გალავანს, როგორც მოქმედ მონასტერს, ისე ტყეებში მიკარგულ ძველ ტაძრებს, ნასახლარებს, ორმო-სამარხებს, ქვაყუთებს და ა.შ. გადავიღებთ ბევრ სამახსოვრო ფოტოს, ვიპიკინიკებთ უშუალოდ ხეკორძულას ნაპირას მოწყობილ საქეიფოზე მდინარის ჩხრიალის ფონზე, საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ტურს ვიწყებთ ლაშქრობით და ავდივართ ხეებში ჩაფლულ ჭილის ტბაზე. აქვეა ჭილის მთა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თბილისზე. ზ.დ. 1140 მ.
2. ქვათახევის კომპლექსი, მე-12-13 ს.ს. კავთურას ხეობას ბუნებრივად შერწყმული საოცრება, მონასტრამდე მიმავალი ულამაზესი ხიდი, ლუარსაბ II-ისა და დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის დის ძვრისწერის ადგილი და თემურ–ლენგის მიერ ნაწამებ მონაზონთა წმინდა ტაძარი, სადაც დღემდე ტირიან ქვები და მათზე დარჩენილი ცეცხლის კვალი.
3. წინარეხი: მაღალაშვილების კომპლექსი, მე-13 ს. მაღალაანთ ეკლესია (ფრესკებით), სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ.
4. ქვემო ნიჩბისის ციციშვილების ციხე-გალავანი, მე-17 ს. კომპლექსში შედის: კოშკი, აბანო, ლაზარეთის, აფთიაქის, ეკლესიისა და სკოლის ნანგრევები. ამ ადგილის ნახვა აუცილებლად აღგაფრთოვანებთ. შეგიძლიათ წამოიღოთ დროშები, ეროვნული სამოსი და გადაიღოთ ქართული სულით განმსჭვალული ფოტოები უდიდესი ციხე-გალავნის ფონზე.
5. სასხორის წმ. გიორგი - მდებარეობს მთაზე. აქედან იშლება მშვენიერი ხედები მიმდებარე სოფლებზე, ქსნის ციხეზე, სარკინეს ქედზე და ა.შ. აქედან იწყება დიდგორის გზა.
6. მივადექით ტურის კულმინაციას, ხეკორძულას ხეობას, საიდანაც ლაშქრობას ვიწყებთ ადგილ სათოვლე - ნაბაღრებისკენ, სადაც მდებარეობს აბულეთის უძველესი კომპლექსი: წმ. გიორგის ორი ეკლესია (მე-11 ს.), გალავნი, რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, ორი სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.

და აი დადგა ყველაზე სანატრელი დრო, შეგვიძლია დავიწყოთ პიკნიკი მდ. ხეკორძულას ჩხრიალის ფონზე, მის ნაპირას, სადაც თვით დიდოსტატს უსვამს წყალი და "მცხეთა ისე აუგია". აქვეა პატარა ნიში და წყარო. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევაგროვებთ დამატებით თანხას, ვიყიდით სამწვადეს, დავანთებთ კოცონს და უშუალოდ ხეკორძულას გვერდით მოწყობილ საქეიფო მაგიდებზე მოვილხენთ ქართულად გემრიელად. თბილი მოსაცმელები არ დაგრჩეთ.

7. თუ დრო დაგვრჩა, ტურის ბოლოს ავალთ მუხათგვერდის ზეგარდის წმ. გიორგის ტაძარშიც, რომელიც აღადგენილია და თარიღდება მე-13-14 საუკუნებით.

✔ 9 მაისი, ხუთშაბათი (ოფიციალურად უქმე დღეა).
✔ ტურის ღირებულება: 18 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში 12კმ. მარტივი ტყის ბილიკებზე.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ქვათახევის კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები - მე-12-13 საუკუნეები. აქ დაიწერა ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ დიდი მოურავის - გიორგი სააკაძის დაზე. 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი“ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები ქრისტიანობის არ უარყოფის გამო გამოკეტეს და ტაძარი ცეცხლს მისცეს. დარბეული მონასტერი მეფე ალექსანდრე დიდმა აღადგინა მე-15 საუკუნეში. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული. აქვე დავანებულია იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.

✔ წინარეხის მაღალაშვილების კოშკი და ეკლესია მე-13ს. მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ. კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV-ს დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან და სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს. ამ დროისათვის გვარის მეთაური ნიკოლოზ ქადაგის ვაჟი პაპუა მაღალაძეა, `სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი~. მას წინარეხში აუგია ორი სასახლე, დიდად განუვრცია თავისი მამულები, უშენებია სოფლები, ციხე-კოშკი, საძვალე. პაპუას შვილებიდან განსაკუთრებით ცნობილია სვეტიცხოვლის ქადაგი ნიკოლოზ მაღალაძე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მშენებლობა მაღალაანთ ეკლესიის გარშემო. მისი სახელი მოხსენიებულია სვეტიცხოვლის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ არსებულ წარწერაში. XVIII საუკუნის მე-II ნახევარში მაღალაძენი წინარეხში უკვე აღარ ცხოვრობენ. ქართლის ერთ-ერთ აღწერაში (1764 წ.) ნათქვამია: `წინარეხს მაღალაშვილების სასახლე ხარაბა დამწვარი~. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის თანახმად ნიკოლოზ მაღალაძემ 1677 წ. მაღალაანთ ეკლესია შეაკეთებინა, მოახატვინა და შიგ კანკელი დაადგმევინა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/19
    დაბრუნება
    • 09/05/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა