ვანის, გოგირდის თბილი აუზები

ფასიფასი — მოთხოვნით
ID51540

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ვანის, გოგირდის თბილი აუზები!

გთავაზობთ ორდღიან ჯიპ-ტურს კარვებით, საქართველოს ულამაზეს კუთხეში "იმერეთში"

თქვენ წინ გელით თურქული პამუკალეს მსგავსი საოცარი აუზები, უამრავი შთაბეჭდილება, მეგობრული გარემო, კოცონი და
ღირსშესანიშნავი ადგილები:

*პირველი დღე:
-თბილისიდან გასვლა 9:00

ვანში ჩასვლამდე გზად მოვინახულებთ შემდეგ ადგილებს:
-ულუმბოს მონასტერი (ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას - მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება);
-აკაკი წერეთლის ძიძისეული კარმიდამო, სოფელი სავანე, სავანის წმინდა გიორგის ეკლესია
-მღვიმევის მონასტერი - ციცაბო კლდეებში ბუნებრივი გამოქვაბულის პირას მდომი - XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი ჭიათურაში;
-კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი შთენილი კლდე ჭიათურის ტერიტორიაზე;
-გოგირდის თბილი აუზები ვანში.
აუზების მოშორებით გავშლით კარვებს, მოვაწობთ ბანაკს დავანთებთ კოცონს, მივირთმევთ და შემდეგ ვისიამოვნებთ თბილი აუზით და ავივსებით მისი სამკურნალო თვისებებით,
გავიღვიძებთ მოვწესრიგდებით, ვისაუზმებთ, სურვილის შემთხვევაში კვლავ ვისიამოვნებთ აუზებით და სავარაუდო დროს დღის 12 საათზე გამოვემგზავრებით თბილისისკენ. გზად მოვინახულებთ კიდევ რამოდენიმე ღირსშესანიშნავ ადგილს:
-ვანის ნაქალაქარი - ანტიკური ხანის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი;
-გეგუთი, თამარ მეფის ციხე-დარბაზი;
-უბისა - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი.
-დაბრუნება თბილისში 22:00

-მგზავრობა კომფორტული მინივენით
- გამოცდილი გამყოლი.
-კვება (გთხოვთ გაითვალისწინოთ ტურის ხანგრძლივობა და თან იქონიეთ საგზალი - საკვები და წყალი)
ტურისტული აღჭურვილობის - კარვის, საძილე ტომრის, პარალონის არქონის შემთხვევაში გთხოვთ გვაცნობეთ დროულად, რათა ჩვენ დაგაკომპლექტოთ საჭირო ნივთებით.
Facebook - გვერდზე ან :
T: სალომე

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.