national delicacy

კვირაცხოვლობა - ამწვანებული ზედაზენი, ბზიანა, ნავდარაანთკარი

  • ID: 51377
  • ნახვები: 4283
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/19
    დაბრუნება
    • 05/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" გთავაზობთ ერთ დღიან მარტივ სალაშქრო-მომლოცველობით ტურს თბილისის ეროვნულ პარკში კვირას, 5 მაისს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე. ვნახავთ ისტოროულ ადგილებს, მოვილოცავთ უძველესსა და უმნიშვნელოვანეს ტაძრებს, ვილაშქრებთ სუფთა ჰაერზე, სიწყნარეში, ულამაზესად ამწვანებულ თბილისის ეროვნული პარკის ტყეში, გადავიღებთ ბევრ სამახსოვრო ფოტოს, საღამოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს, შევწავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილი წიწამურთან. ქართველთათვის ამ მეტად ტრაგიკულ ადგილას მცირე ხნით შევჩერდებით ობელისკთან და დავანთებთ სანთლებს იქვე მდებარე სამასი არაგველის სახელობის ტაძარში.
2. ზედაზნის მონასტერი - იოანე ზედაზნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 ს. მდებარეობს ზედაზნის მთაზე (საგურამოს ქედის ერთ-ერთი განშტოება, იქ, სადაც ოდესღაც ზადენის მრისხანე კერპი იდგა). აქედან იშლება ულამაზესი ხედები თბილისსა და მცხეთაზე.
შემდეგ მსვლელობას გავაგრძელებთ ფეხით საოცრად ამწვანებულ თბილისის ეროვნულ პარკში და მოვინახულებთ ბევრისთვის უცნობ ძეგლებს:
3. ქასურ-საყდარი - მე-6-7 საუკუნეების წმ. გიორგის ტაძარი, სადაც პირველად მივიდა და დამკვიდრდა იოანე ზედაზნელი.
4. აგურ-საყდარი - მე-9-10 სს. ამ ტაძრისას ნახვისას ემოციებს ვერ დამალავთ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ მიკარგულ ტყეებში აგურის ამხელა ბაზლიკაა არის შემორჩენილი.
5. ილიას წყარო - საქართველო, ხომ საოცარი წყაროების ქვეყანაა!
ამის შემდეგ გამოვალთ ტყიდან და მუზეუმთან დაგვხდება ტრანსპორტი. ტური კი გრძელდება:
6. საგურამო - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ავიყვანთ მუზემის გიდს, რომ ექსკურსია უფრო საინტერესო გამოვიდეს.
7. სოფ. შანკევანი, ბზიანას კომპლექსი - მე-8-12 სს. აქ გაოცება და სევდა ერთმანეთს ერწყმის. ულამაზესი ბზების ბუჩქებით გარშემორტყმული დერეფნის ბოლოს მივადგებთ ორ უძველეს ტაძარს, ერთ-ერთში შემორჩენილია ფერწერა, მაგრამ ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაშია და საჭიროებს ყურადღებას.
8. სოფ. ნავდარაანთკარი, წმ. გიორგის ეკლესია და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ნიში - მე-6-7 სს. ტურის ემოციების პიკი, მოქმედი მონასტერი, სადაც მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობს და ამწვანებულ ტყეში ულამაზესი კომპლექსი, რომელიც ახლახან აღდგა და მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ფოტო ზამთარში გადავიღეთ, სიტყვაზე გვენდეთ, რომ ახლა ბევრად ლამაზი იქნება ეს ადგილი :)

აქ მთავრდება ტური, ხოლო "მესამე ტაიმი" უკვე თქვენზეა: ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევაგროვებთ დამატებით თანხას, ვიყიდით სამწვადეს, ავალთ ისევ ტყეში, დავანთებთ კოცონს და წავიდა დროსტარება :) ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა არის ახლად-მოწყობილი ადგილი "მოკო-ლენდი" სადაც არის გადახურული მაგიდები, ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი ბილიკები, გასართობები და აქ შეგვიძლია ეს ამბები ჩავიდინოთ :) თბილი მოსაცმელები არ დაგრჩეთ.

✔ 5 მაისი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 16 ლარი. სულ რაღაც :)

ფეხით სასიარულო: ჯამში 6კმ მარტივი ტყის ბილიკებზე.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
საგურამოს ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 2 ლ. გიდის მომსახურება - 5 ლ. მთლიან ჯგუფზე.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

- ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს.
სავარაუდოდ, სახელი “ზედაზენი” მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების ზადენის სახელს უკავშირდება და “ზედა ზადენს” ნიშნავს. შესაძლოა, ოდესმე აქ მისი კერპიც იდგა. ზადენის კერპი ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება გახლდათ, რომელსაც თაყვანს ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ. VI საუკუნეში კი საქართველოში ჩამოსულ ასურელ მამათა წინამძღვარი თავის თორმეტი მოწაფითურთ ამ მთაზე დამკვიდრდა. მამა იოანემ აქ მონასტერი დააარსა და თავადაც ზედაზნელი ეწოდა. იოანემ შეარჩია “მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო”, “აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ”. აქ “პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ”. მისი მოწაფეები შემდგომ საქართველოს სხვადასხა კუთხეში წავიდნენ სამოღვაწეოდ, მამა იოანე კი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზენზე დარჩა და ანდერძისამებრ აქვე დაკრძალეს, მღვიმეში, რომელშიც მოღვაწეობდა.
დღეს ზედაზნის მთაზე დგას იოანე ნათლისმცემლის სახელზე ნაკურთხი VIII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც კათალიკოსმა კლემენტოსმა ააშენა. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. მისი ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის საკურთხეველში შეჭრილია ქვის კუბო იოანე ზედაზნელის წმიდა ნაწილებით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ – აგურით, გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაც გვხვდება. ეკლესიის სამხრეთით რვაწახწაგა სამრეკლო დგას. მის დასავლეთით გამოყოფილია XVIII საუკუნით დათარიღებული მცირე სენაკი.
1705 წელს ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა და მოგვიანებით კვლავ განახლდა. მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. აქ გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგწნობრის, მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება.
ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე16.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/19
    დაბრუნება
    • 05/05/19