ანდრიაობა ხარაგაულში - მაისს რკინის ჯვარზე
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????სიაში ჩასაწერად
???????? ლაშქრობის ლოკაცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ხარაგაულის მხრიდან
ლაშქრობის ხანგრძლივობა: 2 დღე
ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის
(გააჩნია პიროვნებას ზოგისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს გასვლა მაგრამ შეუძლებელი არაფერია ;) )
ლაშქრობის სახეობა : სათავგადასავლო - ექსტრემალური
სახულარამდე გზად სამ ხიდიანით გადავკვეთავთ მდინარეებს
????არ გვექნება შუქი (სანთლის,მთვარის,ფანრის და ლამპის შუქით გავანათებთ ღამე ოთახს)????
????ფეხით გასავლელი მანძილი :
მაქსმიმუმ 12 კმ. მინიმუმ 8 კმ. (ჯამურად ორივე დღის განმავლობაში)
(ფეხით გასავლელი კილომეტრაჟი დამოკიდებულია ადგილზე შექმნილ სიტუაციაზე: გზის მდგომარეობა და ა.შ.)
სურვილისამებრ კარვებში (თუ გაქვთ კარვები და გსურთ კარავში ღამის თევა წამოიღეთ)...
????ლაშქრობისათვის აუცილებელი სია:
ქვეშსაგები (პარალონი)
საძილე ტომარა
სურვილისამებრ კარავი
თუ რომელიმე ნივთი არ გაქვთ და ვერ შოულობთ მოგვწერეთ ამოწურული თუ არ იქნება ჩვენი კლუბის რესურსები აღჭურვილობის მხრივ დაგეხმარებით...
სასურველია სალაშქრო ბათინკი
სასურველია საწვიმარი
????აუცილებლად იქონიეთ თან პირადი პირველადი დახმარების აფთიაქი თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას
გამოსაცვლელი თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ორი დღის სამყოფი საკვები
მინ.1,5 ლიტრიანი წყალი ლაშქრობის დროს (მარშრუტზე წყალი იქნება)
????მოსანახულებელი ადგილები:
ხარაგაული
მარელისი
ხერგილი
სახულარი
მაისუროვის ბაღი
რკინის ჯვარი 2439 მ. ზ.დ.
⏰შეკრების-გასვლის დრო:
რუსთავი- გასვლის დრო 03:00 საათი პარასკევ ღამეს შაბათი რომ თენდება.
შარტავა მადაგონის წინ.
თბილისი-გასვლის დრო 03:45 წუთი პარასკევ ღამეს შაბათი რომ თენდება
????დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი
????ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
ტრანსპორტირება ხარაგაულიდან სამ ხიდიანი ტრანსპორტით
????2 დღის სამყოფი საკვები
ღამის სათევი აღჭურვილობა
თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე
????საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
????დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ლაშქრობა ხარაგაულში.
????შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას
გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
????იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს????
ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს ????
ლაშქრობაში აკრძალულია დიდი რაოდენობით ალკოჰოლი
გასვლამდე გადამოწმდება აუცილებლად ალკოჰოლის რაოდენობა....
სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ???? ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,სპორტზე ყველა იმ თემაზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს კამათი,ყაყანი და ა.შ.
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
არ ვეწევით ტრანსპორტში
????კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით