national delicacy

ტური სამეგრელოში

  • ID: 51
  • ნახვები: 23411
complogo
ლოტ თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

1 დღე:  თბილისი -  სენაკი -  ზუგდიდი
გთავაზობთ შემეცნებით ტურს სამეგრელოში. თავდაპირველად ჩავდივართ ნოქალაქევში და ვნახულობთ ნაქალაქარის ნაშთებს, ასევე გოგირდის წყლებს, თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ გოგირდიის აბაზანები. შემდეგ ჩავდივართ ზუგდიდში და ვნახულობთდადიანების სასახლეს (19 სკ) 
ღამისთევა და ვახშამი ზუგდიდში.

 

2 დღე:  ზუგდიდი 
მოვინახულებთ სქურის ხეობას, სადაც მე-10 საუკუნის უნიკალური ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს, ჩავალთ მუხურის ხეობაში,ზუგდიდიდან მუხურამდე მიდის სამანქანო გზა. სოფელში ჩასვლის შემდეგ ოცინდალეს ბაზილიკურ ეკლესიამდე არის 5 კმ. საცალფეხო ბილიკი მიუყვება მთის ფერდობებს. ეკლესია ზღვის დონიდან 300–340მ–ზეა,  საიდანაც იშლება კოლხეთის დაბლობის ულამაზესი ხედი. ასევე მოვინახულებთ კორცხელის მონასტერს (რომელის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფილიალი იყო), ასევე მოვინხულებთ ცაიშის მონასტერს. ბოლოს იხილავთ ენგურჰესის კაშხალს - მსოფლიოში ყველაზე დიდ თაღოვან ჰესს.
ღამისთევა და ვახშამი ზუგდიდში.

 

3 დღე:  ზუგდიდი -  თბილისი
საუზმის შემდეგ თქვენ გელით საინტერესო, დასასვენებელი ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში, კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ,  კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული.თქვენ შეძლებთ კატერით გასეინებას და დასვენებას, დატკბებით ულამაზესი ბუნებით. დაბრუნება თბილისში.

 

მომსახურეობაში შედის:
ტრანსპორტირება:
გიდის მომსახურება
სასტუმროში განთავსება ზუგდიდში: 

 

მომსახურეობაში არ შედის:
ალკოჰოლური სასმელები
კვება
ტურისტული დაზღვევა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
ლოტ თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00