საბერძნეთი ➤კუნძული თასოსი / Greece ➤ Thassos

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები
მიმართულებასაბერძნეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2,5 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიმოთხოვნით
ხანგრძლივობა7 დღე
ტურის ტიპიზაფხულის ტურები

ტურის შესახებ

________________

______________

✅ ღირებულებში შედის:

• ✈ავიაბილეთი: თბილისი - სალონიკი - თბილისი

• ⛴შიდა გადაადგილება გემით

• სასტუმროში განთავსება

• კვების ტიპი: BB - საუზმე ; RO - საუზმის გარეშე ; HB - ორჯერადი კვება;

• ჯგუფური ტრანსფერი

• სამედიცინო დაზღვევა

• გზამკვლევი საჩუქრად

____________
შენიშვნა:
✧ შესაძლებელია მოგზაურობის სხვა პერიოდის და სასტუმროს შერჩევა
____________

საბერძნეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები საბერძნეთში: კრეტა, ჰალკიდიკი, კორფუ, როდოსი, სანტორინი და ათენი — ფრენით, სასტუმროთი, ტრანსფერით და დაზღვევით. ვიზის გარეშე.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე.
საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი: თბილი ზღვა (23–26°), ნაკლები სიცხე და ხალხი.
ივლისი–აგვისტო: 32–38°, ყველაზე ძვირი; კუნძულებზე ქარი (მელტემი) იცის.
ათენი და ექსკურსიები: აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • აკროპოლისი და პართენონი — ათენის სიმბოლო
  • სანტორინი — ოიას მზის ჩასვლა და კალდერა
  • კნოსოსის სასახლე — მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე
  • მეტეორა — მონასტრები კლდეების წვერებზე
  • ათონის მთა — ქართული ივერთა მონასტერი (მხოლოდ მამაკაცებისთვის; ნავით შეიძლება ნაპირიდან ნახვა)
  • როდოსის ძველი ქალაქი — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ათენამდე პირდაპირი რეისი დაახლოებით 2,5–3 საათია. სეზონზე დაფრინავს ჩარტერები სალონიკში (ჰალკიდიკისთვის) და კრეტაზე. სხვა კუნძულებზე — ათენის გავლით, შიდა რეისით ან ბორნით.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საბერძნეთი შენგენის ზონაა — საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS-ის მოთხოვნა.
ვალუტა: ევრო; ბარათი ყველგან.
ენა: ბერძნული; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 1–2 საათით უკან (ზაფხულში 1, ზამთარში 2).
სხვა: ბორნები კუნძულებს შორის — ჯობს წინასწარ დაჯავშნა ზაფხულში.

საბერძნეთი: გზამკვლევი
საბერძნეთი

ხშირი კითხვები

სჭირდება თუ არა ვიზა საბერძნეთში?
არა, საბერძნეთი შენგენის ზონაა და საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS.
რომელი კუნძული ან რეგიონი ავირჩიო?
პლაჟებისა და მრავალფეროვნებისთვის — კრეტა; ოჯახისა და ბუნებისთვის — ჰალკიდიკი; მწვანე პეიზაჟისთვის — კორფუ; ისტორიისთვის — როდოსი; რომანტიკისთვის — სანტორინი.
როდის ჯობია წასვლა?
ივნისი და სექტემბერი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე და ხალხი.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან ათენამდე პირდაპირი რეისით დაახლოებით 2,5–3 საათი; სეზონზე არის ჩარტერები სალონიკსა და კრეტაზეც.
შეიძლება ათონის მთის მონახულება?
ათონზე შესვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, სპეციალური ნებართვით. ყველასთვის ხელმისაწვდომია ნავით ექსკურსია ნაპირის გასწვრივ — ივერთა მონასტრის ჩათვლით.
რა ვალუტაა?
ევრო; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.