ოკაცეს კანიონი+მარტვილის კანიონი+დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოვინახულოთ მარტვილის და ოკაცეს კანიონი
#იცხოვრემოგზაურობისთვის????
#რეგისტრაციადაიწყო????
#იჩქარეთ????
მოსანახულებელი ადგილები:
ოკაცეს კანიონი
მარტვილის კანიონი
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
????მარშუტის სირთულე:მარტივი.
????ფეხით გასავლელი ჯამში 2.5 კმ.
(ოკაცეს კანიონამდე ვისაც ფეხით გეზარებათ სიარული, ტაქსი შეგიძლიათ იქირაოთ).
????თანხის ჩარიცხვა და რეგისტრაცია ხდება წინასწარ.ტურიდან ორი დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება!(ტური რომ არ ჩაიშალოს).
????ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
????კომპანიიდან გამყოლი.
???? ფოტოგადაღება
(არაპროფესიონალური).
1. ოკაცეს კანიონზე შესასვლელი ბილეთი:
ზრდასრული - , სტუდენტი და სკოლის მოსწავლე .
2.მარტვილის კანიონის ბილეთები:
ზრდასრული - , სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - , ნავით გასეირნება - 1 ადამიანი -
გასვლა
ქ. თბილისი მარჯანიშვილის მოედნიდან
????ვიკრიბებით 06:45
????გავდივართ 07:00
დაბრუნება 23:00
????დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით
????კვება
- მოგვაქვს ინდივიდუალურად ( ერთი დღის სამყოფი )
აუცილებლად გასათვალისწინებელი
არ ვანავგვიანებთ გარემოს, არ ვიგვიანებთ, ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ყველა ერთად სურვილის შემთხვევაში).არ ვსვავთ კითხვებს: მალე მივალთ გზა როგორია უკან როდის წამოვალთ და ა.შ....(ვისაც ეჩქარება დარჩეს სახლში).ვასრულებთ გამყოლის მითითებებს წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას!
რა ჩავიცვა???(რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ)
P.S ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
???? შალვა
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.