national delicacy

საჩხერე - გორიჯვარი მოდინახე, არგვეთი, ქორეთი, სავანე

  • ID: 50830
  • ნახვები: 5614
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/04/19
    დაბრუნება
    • 14/04/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" აკაკის, მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სამშობლოში მიემგზავრება. ტურის ფარგლებში მოვილოცავთ ისტორიულ ტაძრებს, დავათვალიერებთ მუზეუმებს, ხოლო ბოლოს ავალთ გორიჯვარსა და მოდინახეზე და ხედებითა და საოცარი ბუნებით დავტკბებით. ეს საქართველოა:

"ღრუბლბში ამაღლებულა,
როგორც ოცნება კაცისა,
შორიდან ასე გგონია ,
არც მიწისაა არც ცისა.
მოდინახე და იცანი,
არც შენ ინანებ არც ისა."
ა.წერეთელი

1. ვაყა - დედაღვთისა, მე-16-18 სს.
2. არგვეთი - მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი.
3. სავანე - აკაკი წერეთლის ძიძისეული სახლი და კარ-მიდამო, მე-18-19 სს.
4. სავანე - წმინდა გიორგის ეკლესია - მე-11 ს.
5. ქორეთი - სამების ეკლესია - მე-11 ს. (მინაშენი ღვთაების ეკლესია მე-17 ს.).
6. სხვიტორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი.
7. დუნთა - გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-17 ს. მდებარეობს მთაზე-აქედან იშლება ულამაზესი ხედები.
8. საჩხერე - ციხე მოდინახე - მე-18 ს.

✔ 14 აპრილი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

✔ ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
1.5 კმ მარტივი.

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმებში შესვლა სურვილისამებრ.
მუზეუმების ბილეთის ფასები:
1. მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი -1 ლარი.
2. სხვიტორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი:
✔ ზრდასრული - 2 ლარი.
✔ სტუდენტი -1 ლარი.
✔ გიდი ჯგუფზე - 10 ლარი
3. სავანე აკაკი წერეთლის ძიძისეული სახლი და კარ-მიდამო - უფასოა

✔ კვება არ შედის ტურის ღირებულებაში. მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება (ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში). რაც შეეხება დანარჩენ კვებას ამისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook  გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

✔ ვაყის დედაღვთისა — კომპლექსში შედის 2 ეკლესია, ეგვტერი, სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები. ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა. მას სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით - ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი. კოშკური და დარბაზული ეკლესიები სტილისტური ნიშნებით XVI-XVII სს-ებს განეკუთვნება, სხვა ნაგებობები კი უფრო გვიან არის აშენებული. სოფელ ვაყის ბეგთაბეგოვების ხელში გადასვლის შემდეგ (XVIII სს.) ეკლესია სომხურად გადაუკეთებიათ.

✔ არგვეთი - მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია მუხრან მაჭავარიანის მემორიალური ნივთები.

✔ სავანის წმინდა გიორგის ეკლესია — სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.

✔ ქორეთი - სამების ეკლესია - მე-11 ს. (მინაშენი ღვთაების ეკლესია მე-17 ს.). ზუსტად 1000 წლით დათარიღებული ქორეთის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის განვითარების ყველა ეტაპზე აქტიურად იგებოდა. ტაძარი, სოფლის შუაში სასაფლაოზეა აგებული, ხუროთმოძღვარს მისთვის ისეთი ადგილი შეურჩევია რომ სოფლის ყველა კუთხიდან კარგად ჩანს. ტაძრის მაშენებელი მარიამ დედოფალი და მისი შვილები, გიორგი და ხურსი არიან. როგორც გიორგი ბოჭორიძე აღნიშნავს, ტაძარი თლილი ქვითა და კირითაა ნაშენები. ტაძარზე რამდენიმე სამშენებლო ფენის გარჩევაა შესაძლებელი, მისი ძირითადი ნაწილი ზუსტადაა დათარიღებული 1000 წლით, ხოლო დასავლეთით "საქალებო" და სამხრეთით კარიბჭე გვიანდელი ხანისაა. ტაძრის მხატვრობა გვიანდელი ხანისაა და XVI საუკუნით თარიღდება, მხატვრობა ეკლესიის ინტერიერს სრულად ფარავს, თუმცა დასავლეთ კედელზე ფერწერული ფენა დაზიანებულია.

✔ სხვიტორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი. ცნობილი ქართველი პოეტის (1840-1915) მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში. მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები - (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი, ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები

✔ დუნთა - გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-17 ს. მდებარეობს მთაზე-აქედან იშლება ულამაზესი ხედები. ზევიდან გადმოვხედავთ მოდინახეს ციხეს.

✔ მოდინახეს ციხე - XVIII ს. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/04/19
    დაბრუნება
    • 14/04/19