სამეგრელო გელოდება შენ !
ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური
ერთ დღე სამეგრელოში- ლულეას ხეობა
შემოგვიერთდით ყველაზე საინტერესო და სათავგადასავლო ლაშქრობაში , დაიმუხტეთ უამრავი დადებითი ემოციით, გაატარეთ დრო სასიამოვნო გარემოში და შეიძინეთ ახალი მეგობრები. (For English Scroll Down)
სანახავი ობიექტები:
გვალაშარას ჩანჩქრები
შურუბუმუს მღვიმე
ლუგელას მინერალური წყარო
მეფუტკრეობის სამეცინიერო-კვლევითი ბაზა
ხობისწყლის ხეობა ( ულამაზესი ბუნებით )
ყველისგან დამზადებულ ნაკეთიობები
...და ბოლოს ! თუ დაგვრჩა დრო და ენერგია???? მოვინახულებთ თაიას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს (XI-XII ს-ები).
კომფორტული მიკროავტობუსი
უსაყვარლესი/სიმპაწიური და გამოცდილი გამყოლი/ები :D
ფოტო/ვიდეო გადაღება
დაიმახსოვრე , რომ მოგზოურობა ეს ერთადერთი საშუალებაა , როდესაც ფულის დახარჯვით შენ მდიდრდები
კვება ინდივიდუალურად (არის სამწვადაო ადგილები ასე რომ ერთად მოვიფიქროთ სურვილისამებრ ;) )
ხეობის საფეხმავლო სიგძე 3
შეკრების ადგილი მეტრო მარჯანიშვილი
გასვლის დრო 06:30 საათი ( არა დაგვიანებას ! წინააღმდეგ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორები პასუხს არ ვაგებთ თუ ვინმე "ბორტს" გარეთ დარჩება :დ )
ჩაიცვით კომფორტულად თან წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი :)
P.S პატარ-პატარა სიურპრიზებიც გელით ;)
..................................................................
შენიშვნა
თანხის ჩარიცხვა მოხდება წინასწარ რამოდენიმე დღით ადრე ქვემოთ მოთითებულ ანგარიშზე
ბაჩო
თათია
მადლობა , რომ აგვირჩიეთ!
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.