მცხეთა - დუშეთის ინფო ტური
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მცხეთა - დუშეთის შემოგარენში.
გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.
???? მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).
მუხათგვერდი - ზეგარდა, მე-13-14 საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
წეროვანი - სამების ეკლესია (მე-11 ს.), კეხიჯვრის ეკლესია
(მე-8 ს.)
გოროვანი - ღვთისმშობლის ეკლესია (1830 წ.)
მუხრანი - წმ.გიორგის და ღვთისმშობლის ეკლესიები (მე-19 ს.)
ვაზიანი - დამპალას ციხე, მე-18 ს. კოშკი, სუმბიანის ეკლესია (გვ.ფ.ხ.).
ქსოვრისი - თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია (მე-8-9 სს.), რატიშვილების კოშკი და ეკლესია.
ოძისი - ოძისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და ადრინდელი დარბაზული ეკლესია (შუა საუკუნეები), წმ. მარინეს ეკლესია (მე-12-13 სს.), დავით ერისთავისა და გიორგის ერისთავის სახლ-მუზეუმი
ნარეკვავის წყალსაცავი
ციხისუბანი - წმინდა გიორგის ეკლესია
თანიაანთკარი - კვირიკეს სახელობის ეკლესია მონასტერი
დუშეთის წმინდა გიორგის ეკლესია (მე-9-10 სს.)
ამილახვრიანთკარი - ჭილაშვილების ციხე-დარბაზი
(მე-18-19 სს.)
გრიგოლაანთკარი - კვირაცხოვლის ეკლესია, მე-17 ს.
ფშარაველის წმ. გიორგის ეკლესია
საშაბუროს ციხე-კოშკი
ჟინვალი - ჯვარპატიოსანი (მე-11-12 სს.), ყელის ციხე (თამარის ციხე, მე-12-13 სს.)
ვიკრიბებით:
დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელთან 06:50-ზე.
გასვლა 07:00-ზე.
რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 5 კაცის წაყვანა შეგვიძლია.
თანხას ვაგროვებთ წინასწარ.
წამოსვლის მსურველებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით ნომერზე ანი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.
რა ვნახოთ
- ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
- ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
- ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.