ხეკორძულას ხეობა
ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
"ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია? "
(დიდოსტატის მარჯვენა)
>>>
მგზავრობა მიკროავტობუსით
ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურება
ფოტოგადაღება
გათამაშება
საშუალო სირთულე: მარტივი
ფეხით დასაფარი მანძილი: 7-8 კმ
რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი და ტანისამოსი.
რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები, 1 ლიტრი წყალი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ქუდი, პირადი არაერთჯერადი ჭურჭელი, თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი :)
რას ვნახავთ და დავინახავთ:
ხეკორძულას ხეობა.
დარბაზული ეკლესია და კომპლექსი ხეკორძის ტყეში, რომელიც ჯერ შესწავლილი არარის
ხეკორძის ჩანჩქერს
ძველ სასაფლაოს
ფინანსური მხარე:
______________
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ხეკორძულა
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ:
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად.
5. ხუთი გასვლის შემდეგ მიიღებთ პრიზს კლუბისგან
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა !
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე ,არ ვქადაგებთ ან ვამტკიცებთ რაიმეს, ან შეურაწყოფას ვაყენებთ სხვა სარწმუნოების მქონე პირებს) , რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჯგუფში
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში...
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.