national delicacy

ლაშქრობა სარკინეს ქედზე

  • ID: 49810
  • ნახვები: 2568
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/03/19
    დაბრუნება
    • 10/03/19
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს. ????‍♂️????‍♀️ ბილიკი მიემართება სარკინეს ქედზე. კერძოდ ქსნის ციხიდან - შიომღვიმეში. ❤️

????‍♂️ ვისაც ლაშქრობა და მუხლის გაშლა მოგენატრათ...
???? წამოდით ერთად ავაშრიალოთ ზამთრის ღრმა ძილიდან ახლად გამოსული პაწაწუნა ფერად-ფერადი ყვავილებით მორთული ტყის ბილიკები. ????????????????????????
???? გზად გვექნება ხედები, ლამაზი ხედები და კიდევ უფრო მაგარი ხედები...
☀️ ამ კვირას ამინდები გვაქვს მზიანი და უქარო.
???? პიკნიკი ბუნებაში სუფთა ჰაერზე ტყეში.

გზად ვნახავთ შემდეგ ისტორიულ ძეგლებს:
1. ქსნის ციხე - (მტკვრის, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი), მე-16 საუკუნე.
2. ციხისძირს წმ. გიორგის ეკლესია - ადრინდელი ფეოდალური ხანა
3. ხედი შიომღვიმესა და მცხეთის შემოგარენზე სარკინეს ქედიდან.
4. სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია - 1669 წ.
5. შიმოღვიმის კომპლექსი - მე-6-12 საუკუნეები.
: შიოს სასაფლაო-ეკლესია
: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - მე-6 საუკუნე.
: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - მე-11-12 საუკუნე.
: ჯვართამაღლების ტაძარი - მე-12 საუკუნე.
: მღვიმე-ეკლესია - მე-11 საუკუნე.

✔ 10 მარტი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 16 ლარი.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

???? ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
13 კმ. მარტივი ტყის ბილიკზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 555 40 76 50 ანი


✔ ქსნის ციხე (მტკვრის, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი), მე-16 საუკუნე. ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. ციხე კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა - შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა. 1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია. „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა.“ 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა.

✔ ციხისძირს წმ. გიორგის ეკლესია - ადრინდელი ფეოდალური ხანა. ეკლესია დარბაზულია (7,05 X 4,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თითო სარკმელი დასავლეთ (კამარის კეხზეა მიბჯენილი) და სამხრეთ კედლებშია.

✔ სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია - 1669 წ. აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, სამხრეთი კარის თავზე მოთავსებული მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგიათ ივანე ზედგინიძის ძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი მეუღლის თამარის ბრძანებით.კარიბჭის ერთ-ერთ სვეტზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ოსტატი სარქარი მელქან ფურცხვანიძე, რომლის სახელი გარკვევით არ იკითხება. თამარ მეფის დროს (1202) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი,რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.

✔ შიმოღვიმის კომპლექსი - მონასტერი დაარსებულია მე-6 საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული.
: შიოს სასაფლაო-ეკლესია - წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას, რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. მე-11 საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს.
: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - თარიღდება მე-6 საუკუნით. მე-11 საუკუნეში შეუერთდა მღვიმე ეკლესიას.
: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია მე-11-12 საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით.
: ჯვართამაღლების ტაძარი - თარიღდება მე-12 საუკუნით. მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.
: მღვიმე-ეკლესია – დგას გზის მარჯვენა მხარეს, კონცხზე. მღვიმეზე, სადაც პირველად შიო დაბინავდა, მე-11 საუკუნეში ეკლესია დააშენეს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე16.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/03/19
    დაბრუნება
    • 10/03/19