national delicacy

შიოობა - შიომღვიმეში და უცნობი მცხეთა

  • ID: 49807
  • ნახვები: 3103
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/03/19
    დაბრუნება
    • 07/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ,,შიიობის" დღესასწაულზე შიომღვიმეში. (ხსენება ღირსისა შიო მღვიმელისა). დავესწრებით წირვას. ასევე ვნახავთ ბევრ უცნობ ტაძრებს მცხეთის შემოგარენში.

1.დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი - წინამღძვარი იყო არქიმანდრიტი ილია კარტოზია, რომელმაც 2014 წლის 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრისას საკუთარი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, რის გამოც თავად ზღვაში გადავარდა და დაიღუპა. დაკრძულია ამავე მონასტერში.

2.კოდმანის წმინდა დიმიტრი თესალონიკელის მონასტერი - თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. ძეგლს 2000-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და მთლიანად აღდგა.

3.კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია - თარიღდება XII საუკუნით. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში.

4.შიმოღვიმის კომპლექსი - მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული.

: შიოს სასაფლაო-ეკლესია - წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას, რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. XI საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს.

: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - თარიღდება VI საუკუნით. XI საუკუნეში შეუერთდა მღვიმე ეკლესიას.

: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით.

: ჯვართამაღლების ტაძარი - თარიღდება XII საუკუნით. მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.

: მღვიმე-ეკლესია – დგას გზის მარჯვენა მხარეს, კონცხზე. მღვიმეზე, სადაც პირველად შიო დაბინავდა, XI საუკუნეში ეკლესია დააშენეს.

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2 კმ. მარტივი სირთულის - შიომღვიმის ჯვართამაღლების ტაძარში.

✔ 7 მარტი, ხუთშაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 12 ლარი

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
8:45 სთ. გავდივართ 9:00 სთ.

ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 555 40 76 50 ანი

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე12.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/03/19
    დაბრუნება
    • 07/03/19