სტამბული-ჯგუფური ტური

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0; Moonik · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა4
ტურის ტიპიკულტურული ტურები
ID49684

ტურის შესახებ

I S T A N B U L -ტური გიდის თანხლებით

3 ღამე 4 სრული დღე
გთავაზობთ 4 დღიან ტურს სტამბულში დაათვალიერეთ ულამაზესი სტამბული და მისი მთავარი კულტურული ძეგლები.
მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გაეცანით აღმოსავლური და ევროპული კულტურის ნაზავს.

* ავიაბილეთი:
თბილისი-სტამბული
სტამბული -თბილისი
* სასტუმრო ქალაქის ცენტრში -
/>* საუზმე
* სამოგზაურო დაზღვევა
* გიდი

VIBER: ( )
Whats App: ( )

გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობა შესაძლებელია როგორც საერთაშორისო პასპორტით, ასევე ახალი I/D პირადობითაც.

პროგრამა:
დღე 1

05:30 საათზე გაფრენა თბილისის საერთ. აერ-დან.
06:50 საათზე ჩაფრენა სტამბულში,
*სასტუმროში დაბინავება

09:00 საათზე.ტურის დასაწყისი
1) აია სოფია ( მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ. აქ შესვლისთანავე გიჩნდებათ გრანდიოზულობის განცდა)
3) სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ლურჯი მეჩეთი (ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც ისტორიულად კონსტანტინოპოლი ეწოდებოდა. მის გარშემო შემოვლებული კედლები ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული. )
4) ბოსფორის ტური

დღე 2
საუზმე -
09:00 საათზე.ტურის დასაწყისი
1) ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური - ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი)
2) სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი
3) წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორდ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.)
* სადილი
18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება -
4) გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი.
თავისუფალი დრო.
სურვილისამბერ გასეირნება ბეიოღლუზე და
ტაქსიმზე.

დღე 3
საუზმე -
09:00 საათზე.ტურის დასაწყისი
1) დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
2) ქალწულის კოშკის მონახულება
6) ეგვიპტური სუნელების ბაზარი (რაჰათ-ლუქუმისა და ნაირფერი სუნელების მთები, თურქული ჩაისა და ყავის დახლები და ფერად-ფერადი ჩირები. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულები, აბრეშუმისა და მოხატულ-მოქარგული სელის ფარდაგები.
19:30 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება. (თავისუფალი დრო

დღე 4:
საუზმე -
09:00 საათზე.ტურის დასაწყისი
2) მსოფლიო საპატრიარქო
სადილი
2) პრინცის კუნძულები ( სურვილის მიხედვით )
მდიდრული კუნძული.
კუნძული, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტეში. იქ მხოლოდ ეტლებით ხდება გაადადგილება. კუნძულზე იახტით გდავალთ. კუნძულის უმაღლეს წერტილში არის მართლმადიდებლური ეკლესია.
3) თავისუფასლი დრო

23:30 საათზე გამოფრენა თბილისისკენ (თურქული დროით)
02:45 საათზე დაბრუნება თბილისში

-

წარმატებებს გისურვებთ!!
VIBER: ( )
Whats App: ( )

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.